Jump to content

Huawei Nova 4 დისპლეიზე ჭრილით - სმარტფონის გამოშვება მიმდინარე თვეში იგეგმება


Recommended Posts

image.png

კომპანია Huawei-მ გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რაც მიუთითებს, რომ 17 დეკემბერს დაანონსდება სმარტფონი სახელად Nova 4.  

როგორც ცნობილი ხდება Weibo-ზე განთავსებული ფოტოდან, სმარტფონის გამორჩეულ მახასიათებელს წარმოადგენს ე.წ “hole punch” ტიპის ჭრილი ზედა მარცხენა კუთხეში. ამ ჭრილში განთავსდება ფრონტალური კამერა. ამგვარი გადაწყვეტილება საშალებას იძლევა სმარტფონს ჰქონდეს თითქმის სრულიად უჩარჩოო დიზაინი: ეკრანი იკავებს ფრონტალური პანელის ზედაპირის 90%-ზე მეტს. 

ცნობილია, რომ სმარტფონს ექნება Kirin 980 პროცესორი. ეს ჩიპი შეიცავს ორ ბირთვ ARM Cortex-A76-ს ტაქტის სიხშირით 2,6 გჰც, კიდევ ორ ბირთვ ARM Cortex-A76-ს -  ტაქტის სიხშირით 1,96 გჰც და 1,8 გჰც სიხშირის ოთხ ARM Cortex-A55 ბირთვს. წარმოდგენილი იქნება ორი ნეიროპროცესორული NPU ბლოკი და გრაფიკული კონტროლერი ARM Mali-G76. 

Nova 4 მოდელის სხვა მახასიათებლები ამგვარია: 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128 გბ ფლეშ-მოდული, Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0 Low Energy უსადენო კავშირების ადაპტერები, GPS/GLONASS, სიმეტრიული USB Type-C პორტი. 

სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციულ სისტემა Android 9 Pie-თი, საფირმო EMUI 9.0-სთან ერთად. 

Huawei არ არის ერთადერთი მწარმოებელი, რომელიც ახალი ფორმ-ფაქტორის დისპლეიზე მუშაობს. კომპანია Samsung-მაც გამოაქვეყნა ახალი კონცეფციის დისპლეების მთელი რიგი, მათში ასევე შედის Infinity-O დისპლეი, რომელიც ჭრილითა და დიზაინით საკმაოდ წააგავს  Nova 4-ს. ამ დრომდე მოსალოდნელი იყო, რომ Galaxy S10 იქნებოდა პირველი, ახალი დისპლეის მქონე სმარტფონი, თუმცა შესაძლოა Huawei-მ გადაუსწროს მას ბაზარზე გასვლის ვადებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.