Jump to content

LG Gram 2019 ლეპტოპების სერიაში შევა 14-დუიმიანი ლეპტოპი-ტრანსფორმერი


Recommended Posts

ქსელური წყაროების ინფორმაციით ცნობილი ხდება LG-ის სამომავლო გეგმები: მწარმოებელი აპირებს გამოუშვას თხელი და მსუბუქი პორტატული კომპიუტერები Gram-სერიაში 2019 წელს.  

ცნობილია, რომ სერიაში შევა ლეპტოპი-ტრანსფორმერი LG Gram 2-in-1, რომელსაც ექნება 14-დუიმიანი სენსორული დისპლეი. ეკრანიანი ზედა ნაწილის დატრიალება შესაძლებელი იქნება 360 გრადუსით, რის შედეგადაც ლეპტოპი გარდაიქმნება პლანშეტად. საუბარია იმაზეც, რომ შესაძებელი იქნება სპეციალური ელექტროფანქრის გამოყენება. 

image.jpeg

 

LG Gram 2-in-1 ტრანსფორმერს ექნება ორი USB Type-A პორტი, USB Type-C კონექტორი, HDMI ინტერფეისი, microSD სლოტი და ტრადიციული 3,5 მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის. ლეპტოპის წონა 1,18 კგ-ს შეადგენს. 

image.jpeg

 

გარდა ამისა, LG Gram 2019 სერიაში შევა პორტატული კომპიუტერები 15,6- და 17-დუიმიანი დისპლეებით. ის ფაქტი, რომ LG აპროექტებს თავის პირველ 17-დუიმიან ლეპტოპს, ცნობილი გახდა წინა თვეში. იმ დროისთვის ცნობილი იყო, რომ ამ ლეპტოპს ექნება ადაპტერები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth უსადენო კავშირისთვის, სამი USB 3.0 პორტი, USB Type-C და HDMI ინტერფეისები. აგრეთვე microSD სლოტი. 

image.jpeg

 

15,6 და 17-დუიმიანი LG Gram სერიის ლეპტოპებს ექნებათ ღილაკების ციფრული ბლოკის მქონე კლავიატურა. მათი წონა იქნება კილოგრამზე ოდნავ მეტი.  

LG Gram 2019 სერიის ლეპტოპების პრეზენტაცია დიდი ალბათობით შედგება იანვარში, Consumer Electronics Show (CES)-ზე ლას-ვეგასში. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.