Magdalena Posted December 3, 2018 Share Posted December 3, 2018 ქსელური წყაროების ინფორმაციით ცნობილი ხდება LG-ის სამომავლო გეგმები: მწარმოებელი აპირებს გამოუშვას თხელი და მსუბუქი პორტატული კომპიუტერები Gram-სერიაში 2019 წელს. ცნობილია, რომ სერიაში შევა ლეპტოპი-ტრანსფორმერი LG Gram 2-in-1, რომელსაც ექნება 14-დუიმიანი სენსორული დისპლეი. ეკრანიანი ზედა ნაწილის დატრიალება შესაძლებელი იქნება 360 გრადუსით, რის შედეგადაც ლეპტოპი გარდაიქმნება პლანშეტად. საუბარია იმაზეც, რომ შესაძლებელი იქნება სპეციალური ელექტროფანქრის გამოყენება. LG Gram 2-in-1 ტრანსფორმერს ექნება ორი USB Type-A პორტი, USB Type-C კონექტორი, HDMI ინტერფეისი, microSD სლოტი და ტრადიციული 3,5 მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის. ლეპტოპის წონა 1,18 კგ-ს შეადგენს. გარდა ამისა, LG Gram 2019 სერიაში შევა პორტატული კომპიუტერები 15,6- და 17-დუიმიანი დისპლეებით. ის ფაქტი, რომ LG აპროექტებს თავის პირველ 17-დუიმიან ლეპტოპს, ცნობილი გახდა წინა თვეში. იმ დროისთვის ცნობილი იყო, რომ ამ ლეპტოპს ექნება ადაპტერები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth უსადენო კავშირისთვის, სამი USB 3.0 პორტი, USB Type-C და HDMI ინტერფეისები. აგრეთვე microSD სლოტი. 15,6 და 17-დუიმიანი LG Gram სერიის ლეპტოპებს ექნებათ ღილაკების ციფრული ბლოკის მქონე კლავიატურა. მათი წონა იქნება კილოგრამზე ოდნავ მეტი. LG Gram 2019 სერიის ლეპტოპების პრეზენტაცია დიდი ალბათობით შედგება იანვარში, Consumer Electronics Show (CES)-ზე ლას-ვეგასში. https://3dnews.ru/978999 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.