Jump to content

Coinbase-ის მხარდაჭერა Zcash-ზე


Recommended Posts

image.jpeg

Coinbase-მა განაცხადა, რომ მხარდაჭერილია მომხმარებლების პრივატულობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა Zcash. პირველ ეტაპზე გამოცხადდა Zcash-ის მხარდაჭერის შესახებ ბირჟა - Coinbase Pro-ზე და მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიტანონ დეპოზიტები. ZEC/USDC ვაჭრობა დაიწყება მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტა უზრუნველყოფილი იქნება საკმარისი ლიკვიდურობით - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

უკვე დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, Coinbase Pro-ზე ახალი აქტივის ლისტინგი ხორციელდება ოთხ ეტაპად: ანგარიშების შევსება, ლიმიტის შეკვეთების შესრულება, ლიმიტის შეკვეთების შედარება და სრული ფუნქციონირების გახსნა. 

როგორც Coinbase აღნიშნავს, დეპოზიტების მიღება გაგრძელდება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში მანამ, სანამ გაეშვება ლისტინგის შემდეგი ეტაპი. თავდაპირველად,  ZEC-ვაჭრობა ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, სინგაპურსა და ავსტრალიაში. სხვა იურისდიქციები ეტაპობრივად დაემატება მომავალში 

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ეტაპზე Coinbase გეგმავს უზრუნველყოს დეპოზიტების მხარდაჭერა როგორც ღია  ასევე ანონიმურ მისამართებზე. თუმცა რესურსების გაგზავნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღია მისამართებზე. სამომავლოდ, კომპანია განიხილავს იმავეს რეალიზებას ანონიმურ მისამართებზეც, რამდენადაც  ამის უფლებას მისცემს კანონმდებლობა. 

ამ სიახლის ფონზე, Zcash-მა, რომელსაც მე-19 ადგილი ეკავა კაპიტალიზაციის კუთხით, შესამჩნევად წაიწია წინ და რამოდენიმე წუთში თითქმის 12%-ით გაძვირდა. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.