Jump to content

iCloud-ის დაყენება უკვე შესაძლებელია Windows 10 October 2018 Update-ში


Magdalena

Recommended Posts

რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დეკსტოპ-აპლიკაცია iCloud-ის დაყენება არ ხერხდებოდა Windows 10 October 2018 Update-ში. მისი დაინსტალირების მცდელობისას ჩნდებოდა შეტყობინება, რომ საჭიროა ოპერაციული სისტემის ვერსიის შემცირება. უკვე დაყენებული ვერსია კი არ მუშაობდა. image.jpeg 

ამ დროისათვის კი ვითარება შეიცვალა. Apple-ა გამოუშვა განახლება ნომერით 7.8.1, რომლითაც შესაძლებელი ხდება კომპიუტერზე პროგრამის დაყენება ახალ Windows-ზე. ამასთან, Microsoft-ი იძლევა რეკომენდაციას - ჯერ მოხდეს iCloud-ის ბოლო ვერსიის დაინსტალირება, შემდეგ კი განახლდეს Windows 10. გარდა ამისა, Microsoft- აგრძელებს მუშაობას განახლებაში შემორჩენილ პრობლემებზე. უკვე გამოსწორდა ფაილების წაშლასთან დაკავშირებული ხარვეზი.  

აფდეითის გამოსვლის შემდეგ, პრობლემები დაფიქსირდა Windows Media Player-შიც: აღარ მუშაობდა საძიებო პანელი. მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ მუშაობდნენ გამოსწორებაზე, თუმცა ვერ ასახელებდნენ მისი გამოსვლის ზუსტ დროს. 

image.jpeg 

„აფდეითის შემდეგ ზოგიერთ მომხმარებელს შესაძლოა სირთულეები შეექმნას Windows Media Player-ის საძიებო პანლთან დაკავშირებით. Microsoft-ი მუშაობს პრობლემის გადაწყვეტაზე და განახლებას მომავალში წარადგენს“ - ნათქვამია Microsoft-ის ტექმხარდაჭერის გვერდზე. 

მოსალოდნელია, რომ განახლება გადაჭრის Intel-ისა და AMD-ის ვიდეო ბარათების დრაივერების პრობლემასაც, აგრეთვე Trend Micro-ს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ხარვეზსაც. ამ დროისათვის აფდეითი უკვე ტესტირებას გადის არხ Release Preview-ზე, ასე რომ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ რელიზ-ვერსიას.  

Link to comment
Share on other sites

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.