Jump to content

შეტყობინება - “Nour” და ახალი მეგობარი სოციალურ ქსელში: Satoshi Nakamoto-ს P2P Foundation პროფილზე ახალი პოსტი გამოჩნდა


Recommended Posts

image.png

29 ნოემბერს, არაკომერციული გლობალური ქსელის P2P Foundation ექაუნთზე, რომელიც დაკავშირებულია Bitcoin (BTC)-ის შემქნელ Satoshi Nakamoto-სთან, გამოჩნდა ახალი სტატუსი. 

ექაუნთი მიბმულია ძველ ელ.ფოსტაზე - satoshin@gmx.com-ზე. ეს ის მისამართია, სადაც, როგორც ცნობილია, აიტვირთა ერთ-ერთი პირველი Bitcoin თეთრი ფურცელი 2009 წელს. ელექტრონული ფოსტა სავარაუდოდ გატეხეს 2014 წლის ნოემბერში. 

image.png 

ახალი სტატუსის -  „Nour”-ის მნიშვნელობის გაშიფვრა არ წარმოადგენს იოლ საქმეს. Google-ის საძიებო სისტემის ტოპ-ვერსიების მიხედვით, მისი შინაარსი ამგვარია: 

„ყველაზე მოსიყვარულე, ნაზი და მზრუნველი ადამიანი, რომელსაც ოდესმე შეხვედრიხართ. მეტისმეტად ჭკვიანი, მხიარული და მგრძნობიარე. ოდნავ დაბნეული და დაკარგული, ჯერ კიდევ ძიების პროცესში მყოფი - თუ რა უნდა ცხოვრებაში ა რის მიღწევას ცდილობს. შეუპოვარი, არ უნდა სხვებისგან რჩევების მიღება. როდესაც იგი იღიმის, ყველა პრობლემა გავიწყდებათ, მისი ჩახუტებისას გრძნობთ, თითქოს პრობლემები არასდროს გქონიათ და არც გექნებათ“. 

“Nour”-ის სხვა მნიშვნელობები შეიძლება იყოს ამგვარი: ესაძლოა ეს არის ტრანსლიტერაცია არაბულიდან نور, რაც ნიშნავს სინათლეს. აგრეთვე, ივრითზე (“נור,” “nour”) ნიშნავს სინათლეს ან ცეცხლს. არამეულად კი (“,נורא” “noura”) სადღესასწაულო წინასააღდგომო რიტუალია. 

გარდა იმისა, რომ დაპოსტა ამოუცნობი ოთხასოიანი სიტყვა, ექაუნთის მომხმარებელმა მეგობრებში დაიმატა Wagner Tamanaha, რომლის პროფილიც მიუთითებს, რომ იგი ბრაზილიაში, სან-პაულოშია რეგისტრირებული. Tamanaha-მ შედეგად პორტუგალიურ ენაზე დაწერა სტატუსი: „Parece que o Satoshi reapareceu e estou sento researchado ? „ რაც ნიშნავს: როგორც ჩანს, სატოში კვლავ გამოჩნდა და მე გამოძიების ქვეშ ვიმყოფები :- )  

Tamanaha-ს Facebook-ის ექაუნთზე განთავსებული ღია პოსტები მიუთითებს მის აქტივობაზე The Brazilianblockchain-სა და Crypto community-ში. მისი პროფილის ბლოგსპოტი შეიცავს სტატიას შემდეგი სათაურით „სოციალური ქსელები კრიპტო მედია Steemit-თან ერთად ერთიანდება Blockchain-რევოლუციისთვის“ (“Social networks with crypto media Steemit, coming together in the blockchain revolution). ეს სტატია დათარიღებულია 2016 წლის ნოემბრით. 

Nakamoto-ს გაუჩნარებამ 2010 წლის ბოლოს, წარმოშვა ლეგენდა, რომელიც ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც მის მიერ  2008 წლის 31 ოქტომბერს შექმნილი კრიპტოვალუტა. გამომგონებლის „სახელი“ Satoshi, გამოყენებულ იქნა Bitcoin-ის ასმემილიონედი ნაწილის სახელწოდებად. 

Bitcoin-ის მფლობელთაგან პიონერი Jeff Garzik-ი, რომელიც Bitcoin-ის რაოდენობის ფლობით მესამეა და ამავე დროს, Nakamoto-ს ერთ-ერთი მთავარი თანამშრომელია, მცირე ხნის წინ გამოვიდა თავისი თეორიით, რომ პროგრამისტი Floridian Dave Kleiman-ი - ეს არის Bitcoin-ის უკან მდგომი ყველაზე მეტად მითოლოგიზირებული პერსონა. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.