Jump to content

Intel-ი განმარტავს, რატომ მოიმატა ფასმა CPU-ზე და როდის დასრულდება ეს ვითარება


Recommended Posts

Intel-ის პროცესორების დეფიციტი და მათი მაღალი ფასის საკითხის განხილვა არაერთხელ მომხდარა. თავად კომპანია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არც თუ ისე ხალისით პასუხობდა კითხვებს. ამ დრომდე ერთად ერთი კომენტარი კომპანიის წარმომადგენლობიდან გაჟღერდა 25 ოქტომბერს კვარტალურ ანგარიშზე: აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობების შემსრულებელმა Bob Swan-მა  განაცხადა, რომ დეფიციტი ყველზე მეტად შეეხო ბიუჯეტურ პროდუქციას იმ დროს, როდესაც Core და Xeon პროცესორების მოწოდება პირველ ადგილზეა.  

ამჯერად Bob Swan-მა  გააკეთა უფრო ვრცელი განცხადება. შედეგად ცნობილი გახდა, რომ: 

  • მიწოდებასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ Intel-ა ვერ გათვალა ბაზრის ზრდის ტენდენცია. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში კომპანია თვლიდა, რომ მის პროდუქციაზე მოთხოვნა ჩვეულებრივ რეჟიმში რამოდენიმე პროცენტით გაიზრდებოდა. თუმცა რეალურად მოთხოვნა ორჯერ მეტად გაიზარდა მოსალოდნელთან შედარებით, რამაც ჯამში გამოიწვია დეფიციტი და წარმოების გადატვირთვა. 

  • დეფიციტის გამომწვევ მეორე მიზეზად Swan-მა დაასახელა რვაბირთვიანი Coffee Lake Refresh პროცესორების გამოშვება. ამ პროცესორებს უფრო მასიური კრისტალები აქვთ და ჯამში მათი დამზადებით სერიოზულად იტვირთება მწარმოებლური ხაზი. 

  • გარდა ამისა, მეტად იმოქმედა 10 ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფიასკომ. Intel-ი თვლიდა, რომ ამა წლის მეორე ნახევრიდან უკვე შეძლებდა ჩიპების წარმოებას ახალი პროგრესული ტქნოლოგით. თუმცა რეალობა სხვაგვარია: 10 ნანომეტრიანი ტექნოპროცესის დანერგვის ვადამ 2019 წლამდე გადაიწია, პირველი სისტემები მის ბაბაზე კი მხოლოდ 2019 წლის ბოლოსკენ გამოჩნდება ბაზარზე. 

image.jpeg 

საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, თუ როგორ აპირებს Intel-ი ამ სიტუაციიდან გამოსვლას: 

  • პირველ რიგში, Intel-მა ჩადო 1,5 მლრდ დოლარი 14 ნანომეტრიან ტექნოლოგიურ ხაზში. ამას გარდა, მოხდა ახალი 10 ნანომეტრიანი პროდუქტების გადაკომპლექტება და გადაწყობა ისევ 14 ნანომეტრიანი პროდუქციის გამოშვებისთვის. ამის წყალობით, 14 ნანომეტრიანი წარმოება ეტაპობრივად ირდება. 

  • მეორე: Intel-მა აქტიურად დაიწყო მოქნილი მიდგომებით მუშაობა მთავარ საბითუმო კლიენტებთან. კომპანია ცდილობს განსაზღვროს და შეზღუდოს მიწოდება იმ დამკვეთებისთვის, რომელთაც მოცემულ მომენტში საჩქაროდ არ სჭირდებათ ჩიპები. 

image.jpeg 

რამდენად ეფექტური იქნება კომპანიის მიერ მიღებული ზომები, ამას სავარაუდოდ იანვრის ბოლოს ვნახავთ Intel-ის კვარტალურ ანგარიშზე. ბევრი ანალიტიკოსისა და წყაროს აზრით, 2019 წლის პირველ კვარტალში Intel-ის პროდუქციის დეფიციტი შემცირდება. ამაზე იმოქმედებს როგორც გატარებული ზომები, ასევე ისიც, რომ შემცირდება მოთხოვნა სეზონური ეფექტის გავლენით, გავლენას იქონიებს აგრეთვე აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო კონფლიქტი. 

 

 

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

ეგ კომენტარი თუ რეალობასთან ახლოსაა ესე იგი ინტელის მაგ სერიის პროცესორებზე მოთხოვნა ბევრათ დიდია ვიდრე რიზენებზე რომელზეც არაა დეფიციტი თან, მაგიტომაა რომ მაღალი ფასების მიუხედავათ მაგ პროცესორებზე ამდ ისე ძალიან ვერ შეამცირა მაინც ბაზრის წილი და ისევ საკმაო ატრივით ლიდერობს ინტელი დღემდე, ანუ გამოდის რომ ეგ დეფიციტი თუ ბოლომდე აღმოიფქვრა და ფასებიც დაეცა ამდ კიდე უფრო გაუჭრიდება ინტელთან ჭიდილი დაჟე დაბალი ფასებითაც კი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.