Magdalena

Instagram-ი გამოყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა აღწეროს ფოტოები მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის

Recommended Posts

image.png

Instagram-ი უშვებს ახალ ფუნქციას, რომელიც გაუადვილებს სოციალური ქსელის მოხმარებას იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ფუნქცია მომხამრებლებს მისცემს საშუალებას, მოისმინონ ფოტოზე ასახულის აღწერა. აღწერის დამატება თავისთავად შეეძლება ყველას. 

ხმოვანი აღწერის სისტემა, რომელიც ცნობილია, როგორც „alt text“ -  უკვე ფართოდ გამოიყენება, ამჯერად კი მას Instagram-ზე ვიხილავთ. ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება დაამატოს საკუთარი აღწერა ფოტოებს, რათა სხვა მომხმარებლებმა მოისმინონ იგი სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში.  

თუკი კონკრეტული ფოტო წარმოდგენილი იქნება აღწერის გარეშე, Instagram-ის პროგრამა ხელოვნური ინტელექტით არკვევს, თუ რა არის გამოსახული ფოტოზე და ავტომატურად გადმოსცემს ფოტოზე ასახული ობიექტებისა და შინაარსის აღწერას. ტექსტური აღწერის სანახავად მომხმარებელი უნდა გადავიდეს ფოტოს “advanced settings”-ში. ახალი ფუნქცია გაამარტივებს Instagram-ის მოხმარებას მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის. 

ლინკზე იხილავთ სადემონსტრაციო ვიდეოს, თუ როგორ მუშაობს ხმოვანი აღწერის სისტემა ზოგადი გამოყენებისას: https://www.youtube.com/watch?v=pFWIaLgF3oo 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now