Jump to content

Xiaomi წარადგენს ორეკრანიან ფლაგმანს Snapdragon 8150 პროცესორზე


Recommended Posts

2018 წლის ოქტომბრის ბოლოს კომპანია Nubia-მ წარადგინა სმარტფონი Snapdragon 845 პროცესორით, რომელსაც ჰქონდა ერთი კამერა და უკანა პანელზე 5,1-დუიმიანი დამატებითი HD+ დისპლეი. ამ სმარტფონის ბაზარზე გამოსვლ ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

image.jpeg 

Xiaomi-ს მომავალ სმარტფონს ექნება 6,5-დუიმიანი Full HD+ დისპლეი, რომელიც დაიკავებს ფრონტალური პანელის თითქმის 98 %-ს. Nubia-ს მსგავსად, ამ სმარტფონსაც არ ექნება ფრონტალური კამერა, მის ფუნქციას ძირითადი კამერა შეითავსებს. ძირითადი მატრიცა AMOLED ტექნოლოგიითაა წარმოდგენილი და ექნება ჩაშენებული ბიომეტრიული სენსორი. 

დამატებითი ეკრანიც ასევე იქნება Full HD+ გაფართოებით. მისი დიაგონალი იქნება 4 დუიმი. უკანა პანელის ზედა ნაწილში განთავსდება სამი კამერა და ფლეშ-განათება. კამერა  წარმოდგენილია 40, 20 და 12 მეგაპიქსელიანი მოდულებით. კამერებს ექნება გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორი. სმარტფონის უკანა პანელზე იქნება კომპანია Corning-ის  

დამცავი მინა Gorilla Glass. 

 

image.jpeg 

ფლაგმანური სმარტფონი იმუშავებს 7 ნანომეტრიან Qualcomm Snapdragon 8150 ჩიპზე. იგი შანსებს არ უტოვებს ბენჩმარკებზე სხვა ცალკრისტალიან სისტემებს, რომლებიც Android-სმარტფონებისთვისაა განკუთვნილი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სმარტფონს ექნება 6/8 გბ ოპერატიული მეხსიერება, დამატებითი მეხსიერების მოცულობა კი 512 გბ-ს შეადგენს მაქსიმალურ კომპლექტაციაში. გარდა ამისა, დივაისს ექნება 5G მხარდაჭერა და 3600 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.