Magdalena Posted November 29, 2018 Share Posted November 29, 2018 The Wall Street Journal-ის თანახმად, Amazon-ი გეგმავს გაყიდვაში გამოუშვას პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წაიკითხავს სამედიცინო ჩანაწერებს და მომხმარებელს შესთავაზებს კონკრეტულ ხელსაყრელ წინადადებებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ფინანსების დაზოგვის მიზნით. პროგრამა ახდენს სამედიცინო ფაილების სკანირებას და აგროვებს შესაბამის ინფორმაციას, მაგალითად, პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, პროცედურებს, რეცეპტებსა და მედიკამენტებთან დაკავშირებულ ცნობებს. სხვა მსგავსი ალგორითმები ვერ ახდენდნენ ექიმების მიერ მითითებული აბრევიატურების იდენტიფიკაციას, Amazon-ი კი ამტკიცებს, რომ თავის სისტემას „ასწავლა“ - ამოიცნოს თავისებურებები, თუ როგორ აკეთებენ ექიმები ჩანიშვნების ჩაწერას. Amazon-ის მხრიდან ამ პროგრამის გამოშვება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის ბაზარზე. Amazon-ის გარდა, მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებსაც აქვთ წარმოდგენილი სხვადასხვა საშუალებები ჯანდაცვის სფეროში: გასულ წელს Microsoft-მა გამოუშვა health care division, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს პაციენტებისადმი განკუთვნილი სერვისის გაუმჯობესების მიზნით. აგრეთვე, კომპანია Apple-ის მიერ წარმოებული Apple Watch უფრო ხშირად პოზიცირებს არა როგორც ფიტნეს-მოწყობილობა, არამედ როგორც დივაისი ჯანმრთელობის კონტროლისთვის. Apple თანამშრომლობს სტენფორდის უნივერსიტეტთან, რათა შეიმუშავონ გულ-სისხლძარღვთა სისტემის საკვლევი საშუალებები და ელექტროკარდიოგრამის ფუნქცია. რაღა თქმა უნდა, ყველა კომპანიის მცდელობას ვერ ხვდა წარმატება წილად. მაგალითად, შეჩერდა Google Life Sciences-ის პროგრამა, რომელიც გულისხმობდა შემდეგს: უნდა შექმნილიყო სმარტ-პროგრამა, რომელიც შეძლებდა ცრემლში გლუკოზის აღმოჩენას. საზოგადოება იმედოვნებს, რომ Amazon-ის სამედიცინო მონაცემების ელექტრონული ბაზა გაუმკლავდება დაკისრებულ მოვალეობებს და რაიმე ხარვეზის გამო უფრო არ გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას. https://www.theverge.com/2018/11/27/18115077/amazon-electronic-health-records-software-text-analysis-medical Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.