Jump to content

Sony Xperia XZ4 - ხარისხიანი რენდერების საშუალებით ცნობილი გახდა სმარტფონის დიზაინი


Recommended Posts

რესურმა  MySmartPrice-მა @OnLeaks-თან ერთად გამოაქვეყნა ფლაგმანური სმარტფონის - Xperia XZ4-ის რენდერები. სმარტფონს, როგორც მოსალოდნელია, კომპანია Sony მომავალ წელს დააანონსებს. 

image.jpeg 

 

ახალი სმარტფონი ჩაანაცვლებს Xperia XZ3 მოდელს. ამ სმარტფონს აქვს 6-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით - 2880×1440 პიქსელი, ასევე, Qualcomm Snapdragon 845 პროცესორი, ძირითადი კამერა 19 მეგაპიქსელიანი სენსორით და ფრონტალური 13 მეგაპიქსელიანი კამერა. 

Xperia XZ4 მოდელს, წყაროების ინფორმაციით, ექნება სამი უკანა კამერა ოპტიკური მოდულებით, რომლებიც განთავსებული იქნება ვერტიკალური მიმართულებით. ფრონტალურ პანელზე განთავსდება სელფი-კამერა.  

image.jpeg 

Xperia XZ4 სმარტფონისთვის გათვალისწინებულია კლასიკური დისპლეი ჭრილის გარეშე. გვერდების შეფარდება იქნება 18:9-ზე, დისპლეის ზომა - დაახლოებით 6,5 დუიმი დიაგონალზე. 

აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ სმარტფონს ექნება დაქტილოსკოპიური სკანერი კორპუსის გვერდით პანელზე და სიმეტრიული USB Type-C პორტი. ცნობილია სმარტფონის გაბარიტები - 166,9×72,4×8,2–9,0 მმ. 

image.jpeg 

ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ გახმაურებულა, თუმცა დიდი ალბათობით სმარტფონს ექნება Snapdragon 8150 პროცესორი. დივაისის ანონსი მოსალოდნელია თებერვალში მობილური ინდუსტრიის გამოფენაზე - Mobile World Congress (MWC)-ზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართება.  

image.jpeg 

 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.