Magdalena Posted November 27, 2018 Share Posted November 27, 2018 კომპანია Vivo მუშაობს ახალ, საინტერესო ტიპის სმარტფონზე, რომელიც გამოვა NEX-სერიის ფარგლებში. სმარტფონის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება ორი ეკრანის არსებობაში: კორპუსის წინა და უკანა მხარეზე წარმოდგენილი იქნება OLED დისპლეები. ცნობილია, რომ ფრონტალური ეკრანის ზომა 6,4 დუიმი იქნება დიაგონალზე. წინასწარი ცნობებით, გამოყენებული იქნება პანელი Full HD+ რეზოლუციით. უკანა ეკრანის მახასიათებლები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ინტერნეტ-წყაროებმა უკვე აღმოაჩინეს მომავალი სმარტფონის ფოტოები. ჩანს, რომ დივაისი წარმოდგენილია სრულიად უჩარჩოო დიზაინით. უკანა ეკრანის ზედა ნაწილზე განთავსებულია ორი კამერა: მის შემადგენლობაში შედის 24- და 16-მეგაპიქსელიანი სენსორები. სმარტფონს არ აქვს ფრონტალური კამერა. სელფების გადაღებას ამ სმარტფონის მფლობელები შეძლებენ უკანა კამერის საშუალებით, რომელიც იყენებს ეკრანს, როგორც viewfinder-ს. სმარტფონი იმუშავებს Snapdragon 845 პროცესორზე. ეს ჩიპი შეიცავს რვა Kryo 385 ბირთვს: მათგან ოთხი ფუნქციონირებს 2,8 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირეზე, კიდევ ოთხი მათგანი კი - 1,8 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირეზე. სმარტფონს ექნება გრაფიკული ბირთვი Adreno 630. ჩიპის შემადგენლობაში შედის Snapdragon X20 LTE მოდემი, რომლის საშუალებითაც, თეორიულად, შესაძლებელი იქნება მონაცემების ჩამოტვირთვა 1,2 გბიტი/წამამდე სიჩქარით. სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის მხარდაჭერის შესახებ არაფერი გახმაურებულა. სმარტფონის ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის დასასრულს. https://3dnews.ru/978701 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.