Magdalena Posted November 26, 2018 Share Posted November 26, 2018 ZADAK-მა წარადგინა პერსონალური კომპიუტერი წყლის გაგრილების სისტემით - SHIELD II. მრავალი წლის განმავლობაში ZADAK-ი ითავლისწინებდა მომხმარებლების მოთხოვნებს. SHIELD II-ში თავმოყრილია მოთხოვნათა შედეგები. კომპიუტერის განთავსება შესაძლებელია მაგიდაზე, ასევე შესაძლებელია დაკიდოთ კედელზე და დატკბეთ მისით, როგორც ხელოვნების ნიმუშით. კომპიუტერის ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილად გადატანისთვის ზედა ნაწილში განთავსებულია სახელური. წყლით გაგრილების სისტემის მქონე ყველა კომპიუტერის პრობლემაა მყიფე მილები, რომლებმაც შესაძლოა ჰერმეტულობა დაკარგონ. ZADAK-მა ეს პრობლემა გადაჭრა - მილები ჩანაცვლდა წყლის გამანაწილებელ-გადამცემი ფირფიტით. ამის საშუალებით კომპიუტერი გახდა უფრო თხელი და პორტატული. კომპიუტერი შეიცავს დედა დაფა ASUS ROG MAXIMUS XI GENE-ს, უახლეს პროცესორს Intel i7 9700K-ს, RTX 2080Ti ვიდეო ბარათს, Samsung EVO NVME SSD დრაივს და ZADAK SHIELD RGB 3000 მჰც DDR4 მეხსიერებას. გაგრილებისთვის შემუშავდა 360 მილიმეტრიანი რადიატორი. კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან. ციფრულ დისპლეიზე გამოისახება წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი რეალურ დროში, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს აკონტროლოს კომპიუტერის მდგომარეობა. კომპიუტერის ჩართვა-გამორთვისთვის გამოიყენება სენსორული ზოლი - თუკი თითს მარცხნივ გააყოლებთ, კომპიუტერი ჩაირთვება, მარჯვნივ გაყოლებისას კი - გამოირთვება. მთელ კორპუსში განთავსებულია განათებები - მოწყობილობა ამ მხრივაც ფეხს უწყობს თანამედროვეობას. კომპიუტერის გაყიდვა დეკემბრიდან დაიწყება. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22281/shield-ii--novyj-pk-s-vodjanym-ohlazhdeniem-ot-zadak Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.