Jump to content

SHIELD II - ახალი კომპიუტერი ZADAK-ის წყლით გაგრილების სისტემით


Recommended Posts

ZADAK-მა წარადგინა პერსონალური კომპიუტერი წყლის გაგრილების სისტემით - SHIELD II. 

მრავალი წლის განმავლობაში ZADAK-ი ითავლისწინებდა მომხმარებლების მოთხოვნებს. SHIELD II-ში თავმოყრილია მოთხოვნათა შედეგები. კომპიტერის განთავსება შესაძლებელია მაგიდაზე, ასევე შესაძლებელია დაკიდოთ კედელზე და დატკბეთ მისით, როგორც ხელოვნების ნიმუშით. კომპიუტერის ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილად გადატანისთვის ზედა ნაწილში განთავსებულია სახელური. 

წყლით გაგრილების სისტემის მქონე ყველა კომპიუტერის პრობლემაა მყიფე მილები, რომლებმაც შესაძლოა ჰერმეტულობა დაკარგონ. ZADAK-მა ეს პრობლემა გადაჭრა - მილები ჩანაცვლდა წყლის გამანაწილებელ-გადამცემი ფირფიტით. ამის საშუალებით კომპიუტერი გახდა უფრო თხელი და პორტატული. 

კომპიუტერი შეიცავს დედა დაფა ASUS ROG MAXIMUS XI GENE-ს, უახლეს პროცესორს Intel i7 9700K-ს, RTX 2080Ti ვიდეო ბარათს, Samsung EVO NVME SSD დრაივს და ZADAK SHIELD RGB 3000 მჰც DDR4 მეხსიერებას. გაგრილებისთვის შემუშავდა 360 მილიმეტრიანი რადიატორი. კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან. 

ციფრულ დისპლეიზე გამოისახება წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი რეალურ დროში, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს აკონტროლოს კომპიუტერის მდგომარეობა. კომპიუტერის ჩართვა-გამორთვისთვის გამოიყენება სენსორული ზოლი - თუკი თითს მარცხნივ გააყოლებთ, კომპიუტერი ჩაირთვება, მარჯვნივ გაყოლებისას კი - გამოირთვება. მთელ კორპუსში განთავსებულია განათებები - მოწყობილობა ამ მხრივაც ფეხს უწყობს თანამედროვეობას. 

კომპიუტერის გაყიდვა დეკემბრიდან დაიწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.