Jump to content

MSI MAG Z390M Mortar: დაფა კომპაქტური გეიმინგ კომპიუტერისთვის


Recommended Posts

MSI-ს დედა დაფების ასორტიმენტს შეემატა მოდელი MAG Z390M Mortar, რომლის ბაზაზეც შესაძლებელია საკმაოდ კომპაქტური დესკტოპ-სისტემის აწყობა Intel-ის პლატფორმაზე. 

  

image.jpeg

 

დედა დაფა შეესაბამება Micro-ATX ფორმატს, მისი გაბარიტებია 244×244 მმ. მის საფუძველს წარმოადგენს Intel Z390 ლოგიკა, რაც საშუალებას იძლევა, გამოყენებულ იქნას მერვე და მეცხრე თაობის Core პროცესორები (LGA 1151 შესრულებით). 

სისტემაში შესაძლებელია 64 გიგაბაიტამდე DDR4-4400(OC)/…/2133 ოპერატიული მეხსიერების გამოყენება 4 × 16 გბ კონფიგურაციით. დრაივებისთვის განკუთვნილია ოთხი პორტი SATA 3.0 და ორი М.2 კონექტორი.  

image.jpeg 

დედა დაფას აქვს ორი PCIe 3.0 x16 სლოტი დისკრეტული გრაფიკული ბარათებისთვის, ერთი PCIe 3.0 x1 სლოტი გაფართოების და დამატებითი М.2 კონექტორი უსადენო კავშირისთვის. 

image.jpeg 

ხმოვან ქვესისტემაში გამოყენებულია 7.1 ფორმატის  კოდეკი Realtek ALC892 . ასევე აქვს ქსელური კონტროლერი Intel I219-V Gigabit LAN. გათვალისწინებულია ფერადი განათება - MSI Mystic Light. 

 

image.jpeg 

დაფაზე განთავსებულია კონექტორები კლავიატურისა და მაუსისთვის, DisplayPort, DVI-D და HDMI - გამოსახულებისთვის. ასევე - თითო პორტი USB 3.1 Gen2 Type-A და USB 3.1 Gen2 Type-C, USB 2.0 პორტები, კონექტორი ქსელური სადენისთვის და აუდიოკონექტორების ნაკრები. 

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.