Jump to content

ახალი Range Rover Evoque პირველი ავტომობილია ტექნოლოგიით - „გამჭვირვალე კაპოტი“


Recommended Posts

კომპპანია Jaguar Land Rover-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის პრემიუმ-ქროსოვერი Range Rover Evoque, რომელსაც აქვს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები და სმარტ-სისტემები.  

image.jpeg 

ავტომობილი შექმნილია წამყვანი არქიტექტურის - Premium Transverse Architecture (PTA)-ს ბაზაზე. ეს არქიტექტურა შემუშავებულია სპეციალურად ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანებისთვის. ახალი ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება ორ ვარიანტად: ერთ-ერთი მათგანი წარმოდგენილი იქნება ბენზო-ელექტრულ პლატფორმაზე, მეორე კი - ტრადიციული ბენზინის ან დიზელის ძრავით. სიმძლავრე დამოკიდებულია კონფიგურაციაზე. 

image.jpeg 

სისტემა Adaptive Dynamics, რომელიც მოიცავს ინტელექტუალურ სენსორებსა და რეგულირებად ამორტიზატორებს, აანალიზებს საგზაო პირობებს ყოველ 100 მილიწამში. სისტემა მუდმივად ახდენს ამორტიზატორების ადაპტირებას იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა გზის საფარი, რათა განპირობებულ იქნას მაქსიმალური კომფორტი მართვისას/მგზავრობისას. 

image.jpeg 

ქროსოვერს აქვს საფირმო სისტემა Terrain Response 2, მისი საშუალებით მძღოლს შეუძლია აირჩიოს ოთხი რეჟმიდან სასურველი („კომფორტი“, „ქვიშა“, „ბალახი-თოვლი“, „ტალახი“), ასევე შესაძლებელია მართვა ავტომატურ რეჟიმში.  

image.jpeg 

ახალი Range Rover Evoque -  ეს არის პირველი ავტომობილი მსოფლიოში, რომელიც წარმდგენილია ტექნოლოგიით „გამჭვირვალე კაპოტი - Ground View. ამ სისტემაში გამოიყენება კამერები, რომლებიც განთავსებულია რადიატორის ჩარჩოებსა და გვერდით სარკეებში: იქმნება გამოსახულება ცენტრალურ სენსორულ ეკრანზე, რათა მძღოლს შეეძლოს ნახვა, თუ რა ხდება კაპოტის წინ და ქვეშ - 180 გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით. 

image.jpeg 

ქროსოვერს აქვს Touch Pro Duo მულტიმედია. იგი მოიცავს ორ 10-დუიმიან სენსორულ ეკრანსა და პროექტირებად დისპლეის. სისტემები - Apple CarPlay და Android Auto ამყარებენ კავშირს სმარტფონის საშუალებით, 4G/Wi-Fi როუტერი  უზრუნველყოფს წვდომას ინტერნეტთან, InControl Remote რესურსის საშუალებით კი შესაძლებელია დაკავშირება ავტომობილიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. 

image.jpeg 

image.jpeg 

ახალი ქროსოვერი გახდა Land Rover-ის პირველი ავტომობილი, რომელსაც აქვს Smart Settings ტექნოლოგია, რაშიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე არსებული ალგორითმები: მისი საშუალებით დება მძღოლის ჩვევებისა და მისთვის მოსახერხებელი პირობების შესწავლა-განსაზღვრა.  

გათვალისწინებულია უსაფრთხოების ფართო სისტემა: Lane Keep Assist - სამოძრაო ზოლის მიმართულების შენარჩუნება, Autonomous Emergency Braking - ავტონომიური ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა და Driver Condition Monitor - მძღოლის დაღლილობის განმსაზღვრელი კონტროლის დონეები. 

ქროსოვერის ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.