Magdalena Posted November 23, 2018 Share Posted November 23, 2018 კომპანია ASUS-ი წარმოგვიდგენს დედა დაფა ROG Strix B450-E Gaming-ს, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ სისტემებისათვის. დედა დაფა წარმოადგენს Asus-ის ყველაზე მოწინავე მოდელს AMD B450 ჩიპსეტზე და ბევრ საკითხში არ ჩამოუვარდება AMD X470-ის ბაზაზე გამოშვებულ პროდუქტებს. ROG Strix B450-E Gaming დედა დაფას აქვს კვების მძლავრი 12 ფაზიანი ქვესისტემა ერთი 8-პინიანი კონექტორით. საინტერესოა, რომ კვების ამგვარი ქვესისტემა არ აქვს AMD X470 ჩიპსეტზე არსებულ ყველა დაფას. ამავე დროს, ROG Strix X470-F Gaming-ს აქვს მხოლოდ ათი ფაზა. სხვა განსაკუთრებულობებიდან, რითიც ROG Strix B450-E Gaming გამოირჩევა სხვა, AMD B450 ჩიპსეტზე არსებული დაფებისგან, აღსანიშნავია Intel 9260 უსადენო ქსელების კონტროლერი Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 მხარდაჭერით, ასევე ორი M.2 კონექტორი. დაფას აქვს სამი სლოტი PCI Express 3.0 x1 და PCI Express 3.0 x16, ოთხი სლოტი DDR4-3533 (OC) ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის და ექვსი პორტი SATA III. დაფას აგრეთვე აქვს გიგაბიტური ქსელური კონტროლერი Intel I211-AT, ხმაზე კი პასუხისმგებელია კოდეკზე არსებული ქვესისტემა SupremeFX S1220A. დედა დაფა წარმოდგენილია RGB განათებით. დედა დაფა Asus ROG Strix B450-E Gaming უკვე იყიდება ევროპის რამოდენიმე მაღაზიაში დაახლოებით 150 ევროდ. https://overclockers.ru/hardnews/show/94547/asus-vypustila-prodvinutuju-materinskuju-platu-rog-strix-b450-e-gaming 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.