Jump to content

ფასების ვარდნა გრძელდება: ICO-ები თავიდან იშორებენ Ethereum-ის მარაგს


Recommended Posts

image.jpeg

გასული წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კრიპტოსტარტაპებისთვის, რამდენადაც მათ შეძლეს საკმაოდ დიდი თანხის დაგროვება Ethereum-ში რესურსების მოკრებისას. ახლა კი მოვიდა კოინებისგან გათავისუფლების დრო, რომ როგორმე დაიფაროს ხარჯები. 

ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ ICO ჯგუფებ საკმაო რაოდენობის Ethereum-ი დარჩა იმისათვის, რომ კრიპტოვალუტის ფასი დასწიოს. Ethereum-მა მიაღწია 18 თვიან მინიმუმს, რაც დაახლოებით 91%-ით შემცირების ტოლია მაქსიმალური ფასიდან.  

Ethereum-ის ფასის ვარდნის თავდაპირველ მიზეზად SEC-ს მიიჩნევენ. NewsBTC-ის მონაცემების მიხედვით, ფინანსურმა რეგულატორმა 250 ათასი დოლარით დააჯარიმა ორი კრიპტოსტარტაპი (Carrier EQ და Paragon Coin) ICO-ს გზით ფასიანი ქაღალდების გამოშვების გამო. აგრეთვე, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ბრალდება წაუყენა EtherDelta-ს დამფუძნებელს  არარეგისტრირებული ბირჟის მართვის გამო. 

ფასის ვარდნის მთავარ კატალიზატორად მაინც ICO-ები ითვლება. მოცემული მომენტისთვის ისინი ფლობენ დაახლოებით 3,57 მილიონ ETH-ს, რაც მთელი მონეტების 3,5 პროცენტს შეადგენს. მოგახსენებთ, რომ აპრილში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო - მთელი მონეტების 4,5 პროცენტი. 

საშუალოსტატისტიკურმა ICO-მ გაყიდა მოგროვილი რესურსების დაახლოებით 64 % დანაკარგების დაფარვის მიზნით. თუმცა, ICO-ები უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს მსოფლიოში რეალური გამოყენება და არ მოაქვთ თავიანთი შემქმნელებისთვის თითქმის არანაირი მოგება. ამჟამად მათ ორი არჩევანი აქვთ - ან საერთოდ უნდა დახურონ პროექტი, ან განაგრძონ კოინების გაყიდვა ოპერაციული ხარჯების დასაფარად. 

ამიტომაა ბაზარზე არასტაბილური სიტუაცია და, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში არ დასტაბილურდება. 

https://bit.ly/2FEoblT

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.