Jump to content

Crew Dragon-ის ასტრონავტებთან ერთად კოსმოსში სატესტო გაშვება დაგეგმილია 7 იანვრისთვის


Recommended Posts

კომპანია Spacex-ის კაფსულა Crew Dragon-ის პირველი სატესტო გაშვება, რომელიც ითვალისწინებს ეკიპაჟს მიყვანას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე, დანიშნულია 2019 წლის 7 იანვრისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს NASA. 

image.jpeg 

კაფსულას ორბიტაზე გაიყვანს რაკეტა Falcon 9, გაშვება მოხდება ფლორიდაში არსებული ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის იმავე სასტარტო მოედნიდან, საიდანაც 1969 წელს მთვარისკენ სტარტი აიღო  Apollo 11-მა სამკაციანი ეკიპაჟით. სატესტო გაფრენა იქნება NASA-ს პროგრამის - Commercial Crew Space-ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მიზნად ისახავს ადამიანების კოსმოსში გაშვებას აშშ-ის ტერიტორიიდან პირველად ათწლიანი პაუზის შემდეგ. ამასთან, ეს იქნება უკანასკნელი გამოცდა რაკეტისთვის, სანამ პილოტირებული გაშვებები დაიწყება. 

image.jpeg 

სატესტო გაშვების ესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. გაშვების წყალობით ცნობილი გახდება ახალი მონაცემები Falcon 9-ისა და Crew Dragon-ის საექსპლუატაციო ხარისხის შესახებ როგორც მიწაზე, ასევე კოსმოსში. აგრეთვე შემოწმდება სისტემის მუშაობა ორბიტაზე, გაშვებისა და დაფრენის კუთხით. 

SpaceX და Boeing - ორი მთავარი კონტრაქტორია, რომლებიც ჩართულნი არიან NASA-ს Commercial Crew პროგრამაში. მათი ამოცანაა მოახდინონ ასტრონავტების კოსმოსში გაშვება 2019 წელს კოსმოსური ხომალდების - Crew Dragon-ისა და  CST-100 Starliner-ის საშუალებით.  

იმ დროს, როდესაც SpaceX-ი გაშვებას გეგმავს 2019 წლის დასაწყისში, NASA-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სადემონსტრაციო მისია შეიძლება გადაიდოს, რადგანაც „მისიის უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტია“. 

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.