Magdalena Posted November 23, 2018 Share Posted November 23, 2018 Microsoft-ი ამატებს ფუნქციურობის განმსაზღვრელ საშუალებას თავის Android Launcher აპლიკაციას. მსგავსი ფუნქცია Google-მა დაუმატა Android Pie-ს, Microsoft Launcher-ი კი ნებისმიერი Android-ის მომხმარებელს მისცემს საშუალებას, გაიგოს რა ხნის განმავლობაში გამოიყენებს აპლიკაციებს. მომხმარებლებს შეეძლებათ განსაზღვრონ ეკრანის აქტიურობის დრო, აპლიკაციების გამოყენების ხანგრძლივობა და ისიც კი, თუ რამდენჯერ განბლოკეს მოწყობილობა. Microsoft Launcher-ის მხარდაჭერა აქვთ მოწყობილობებს, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Android 4.2-ზე ან მის ზედა ვერსიებზე, ასე რომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ახალი ფუნქცია Android-ის უამრავი მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. Microsoft Launcher-ის უახლესი 5.1 აფდეითი აგრეთვე მოიცავს To-Do-სა და Sticky Notes-ის ინტეგრაციას, რაც ამ აპლიკაციებში ჩანიშნული მონაცემების სინქრონიზაციის საშუალებას მოგცემთ. Microsoft-ი ციფრული დამხმარის სახით ასევე ამატებს „Hey Cortana“-ს მხარდაჭერას Android launcher-ში. Microsoft Launcher 5.1-ის ბეტა-ვერსია უკვე ხელმისაწვდომია Google Play Store-ში და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს პერიოდში. https://www.theverge.com/2018/11/21/18106698/microsoft-launcher-digital-health-features-updates Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.