Jump to content

ტომ ლი: „Bitcoin-ის ფასი დაეცა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში“


Recommended Posts

image.jpeg

ანალიტიკოსი და Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელი, ტომ ლი გამოთქვამს აზრს, რომ კრიპტობაზარზე მიმდინარე მოვლენები - ეს გლობალური ტენდენციაა, Bitcoin-ის ფასის ვარდნა კი მხოლოდ დროებითი ხასიათის მატარებელია. 

„ამჟამად მსოფლიო ბაზრები მეტად სუსტია. ამაში უზარმაზარ როლს ასრულებს პანიკა და ემოციები“ - განაცხადა ლიმ. – „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ Bitcoin- დამარცხდა? არა. თუმცა მოკლევადიან პესპექტივაში პანიკა მაინც პანიკაა“. 

საუბრის განმავლობაში ანალიტიკოსმა ახსენა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისია, რომელიც შეისწავლის უამრავი პროექტის საქმიანობას, რაც დაკავშირებულია ციფრულ ტოკენებთან. ეს კი - ლის აზრით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბაზარზე და ქმნის ნეგატიურ განწყობას. 

ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სამართლებრივი გაურკვევლობისა და რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, ბაზარზე ნეგატიურად იმოქმედა Bitcoin Cash-ის ჰარდფორკმა, რამაც ორი კონკურენტი ბლოკჩეინის წარმოქმნა განაპირობა. 

Bitcoin ABC-სა და SV-ს შორის ომი კვლავ აგრძელებს ზემოქმედებას ბაზარზე“ -  განაცხადა BKCM-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან კელიმ – „როგორც ჩანს, ორივე მხარე ყიდის Bitcoin- მაინინგის დაფინანსებისთვის. ორივე მხარე ცდილობს დაპირისპირებაში ლიდერობას“.  

მოგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ტომ ლი დარწმუნებული იყო, რომ Bitcoin-ის ფასი 15 000 დოლარს მიაღწევდა წლის ბოლომდე. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

მაგ კაცმა რა პროგნოზებიც დაასახელა აქამდე არცერთი არ ამხდარა, ძირითადათ სულ სხვერხმაღალი კურსების პროგნოზებს აკეთებს ხოლმე, წლის დასაწყისში 50000$ ასახელებდა მახსოვს, მერე 25000$ ჩამოვიდა და ეხლა ცოტა შეუმცირებია ამბიციები

Link to comment
Share on other sites

ამასწინათ მაკაფიმ თქვა, ჩემი პროგნოზი და პირობაც ძალაშიაო :დ

https://podcast.bitcoin.com/e490-John-McAfee-Life-and-Crypto-NSFW

 

Link to comment
Share on other sites

ვანო მერე მაგ ადამიანების პროგნოზები რამდენათ დასაჯერებელია ეგაა საკითხავი, შეიძლება თვითონ აწყობდეთ რომ ეგ ყველაფერი ეგრე მოხდეს და რეალობასთან არანაირი კავშირი არ ქონდეს მაგათ პროგნოზებს, მეც მინდა რომ მაგდენზე ავიდეს კურსი თუნდაც 3-4 წლის შემდეგ მაინც მაგრამ ამ ეტაპზე პირიქით ეცემა და ეცემა და კაპიტალიზაციაც მცირდება და მცირდება მილიარდებიანი დანაკარგებით, 50 მილიარდზე მეტი მარტო ბიტკოინის კაპიტალიზაციაა შემცირებული მგონი წელს, 142 მილიარდი არ იყო მგონი იანვარში თუ თებერვლაში და მერე რომ დაიწყო დაცემა დღემდე ეცემა და უკვე 75 მულიარდზეა ჩამოსული და არ აპირებს მგონი შეჩერებას, ეგ არა პატარა დანაკარგი და შეიძლება წლები დაჭირდეს ძველ კონდიციებამდე დაბრუნება განსაკუთრებით შემდეგი წლის ბოლომდე თუ გაგრძელდა მართლა ბიტკოინის კაპიტალიზაციის და კურსის შემცირება, რომელიც მთელ კრიპტოვალუტის ბაზარზე მოშნათ მოქმედებს და ყველაფერს ძირავს მათ შორის მაინინგსაც და სხვა ცნობილი და პოპულარული ალტკოინების სწრაფი განვითარების პერსპექტივებს

Link to comment
Share on other sites

ჰო, სიტუაცია მძიმეა საკმაოდ. 3700-3800-ზე ჩამოვიდა ახლა ბიტკოინი და ეს უკვე ძალიან ახლოსაა მაინინგის ღირებულებასთან. 3400-3500$ ჯდება 1 ბიტკოინის წარმოება 3-4 ცენტიან ელ. ენერგიაზე.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მე ტომ ლისი და მისთანების ამ ეტაპზე ნაკლებათ მჯერა და რაღაც ესეთს ველოდები + მინდა რომ არ ახდეს ეგეთი მძიმე პროგნოზი და ბევრათ მალე გამოსწორდეს სიტუაცია: 

https://longforecast.com/bitcoin-price-predictions-2017-2018-2019-btc-to-usd უბრალოთ ეგეთი ცუდი პროგნოზი და პერსპექტივა (იმედია არ ახდება მართლა) ნელ-ნელა მთლიანათ კლავს კარტებით მაინინგს და დროის ამბავია სანამ მინუსებში წავა დღიური გამომუშავების დათვლები, მასეთ პროგნოზს ჯობდა ეგრევე 1000$ ჩამოსულიყო კურსი თუნდაც იანვარში და მერე დამატებითი კრუპტნი ინვესტორები მოეზიდა დაბალი ფასით და ისევ დაეწყო გრძელვადიანი ზრდა რეზკი დროპების გარეშე, თუმცა ჩვენ რა გვინდა დიდ იგროკებს არ აინტერესებს, ისინი სხვანაირათ უყურებენ ბაზარს და ისე იქცევიან როგორც თვითონ აწყობთ, თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენც დამკაში არ გაგიყვანენ თუ კრიზისის დროს არაფერს გაყიდი და შეინარჩუნებ ალტკოინებს ან ბიტკოინს, მოგვიანებით რომ ბევრათ უფრო მაღალ ფასში გადაახურდავო, მეც რატომღაც დროის ამბავი მგონია და ისევ დაიწყებს დაგაზვას კურსი (მაგრამ შეიძლება ეგეთი ტემპებით უკვე 3-4 წელიც დაჭირდეს ისევ მაღალ მაჩვენებლებზე გასვლას) , მაგრამ კლება ნამეტარი გაიწელა მართლა, თუ არის ჩამომსვლელი 1000$ ჯობდა 1-2 თვეში მაინც ჩამოსულიყო, რახან წინსვლის დროს მაინინგშიც მეტ კოინებს გიხდიან 24 საათში ვიდრე როცა სულ ფასის დაკლება მიმდინარეობს გრძელვადიანი ციკლით, კაკრაზ ეგ კლავს მაინინგს და არა ის რომ კურსი შეიძლება 1000$ ჩამოვიდეს თეორიულათ, თუ მერე ისევ ციებ-ცხელება არ გაგრძელდა მაინინგი ისევ დაგაზავდა და მაგიტომ კურსის რეგულარული აწევის შემთხვევაში გრძელვადიანი პერსპექტივით, პანიკაში მგონი მარტო ძველი მაინერები არ ვარდებიან 6-8 წლის სტაჟით ამ ეტაპზე ვისაც ბევრათ უფრო მეტი ოპიტი აქვს მაგ სფეროში დაგროვილი და ჯერა რომ გამოსწორდება ადრე თუ გვიან ისევ სიტუაცია, თუმცა რამდენ ხანში ეგ არავინ არ იცის, დისკორდზე შემხვდენ ეგეთებიც და ახალბედებს რომ ციებ-ცხელება აქვთ დაწყებული ეგენი უფრო ფილოსოფიურათ უყურებენ შექმნილ საკმაოთ სიტუაციას და ეგრე ძალიან არ განიცდიან, ერთმა დაწერა რომ 2013 წელსაც ზუსტათ იგივე განმეორდაო, უბრალოთ მაშინ ფასებიც სულ სხვა იყო, ადრე ისე მოგებას 500$ როცა იყო კურსი მაინინგში ბევრათ მეტს ტოვებდა ბიტკოინებში ვიდრე ბოლო პერიოდში როცა ფასი 20000 გაცდა დაჟე, ეგ ტომ ლი შარლატანი არაა ნამდვილათ, მაგრამ ნამეტარ არერეალურ და აზრს მოკლებულ პროგნოზებს აკეთებს სულ რასაც ვუყურებ, პესიმისტს ნამდვილათ ვერ დაარქმევ სხვა თუ არაფერი, მაგრამ არც ეგეთი ოპტიმიზმის მჯერა მე, ჩემი აზრით სულ მალე 3000$ ჩამოცდება კურსი, მართლა 1000$ ფარგლებში იქნება მინიმუმი თუ დაჟე მაგაზე ქვემოთაც შეუძლია ჩამოსვლა ამ ეტაპზე რთული პროგნოზირებადია, თუმცა გამორიცხული მართლა არაფერია მაგ სფეროში, ისიც არ გამიკვირდება მე სიტყვაზე 30000$ რომ გაცდეს კურსი 3-4 წლის შემდეგ, მაგრამ 5000$ რომ ვერ გადაცდეს არც ეგ გამიკვირდება თუ საქმე საკმაოთ ნელი ტემპებით წავიდა წინ და კრუპნი ინვესტორებმა ზურგი შეაქციეს მაგ სფეროს, კაპიტალიზაცია მატულობს როცა კრუპნი ინვესტორები იწყებენ დიდი აბიომებით ბიტკოინში ფულის ჩადებას, ან როცა მასიური შესყიდვები იწყება ბიტკოინის, ამ ეტაპზე კი არაფერი ეგეთი არ ხდება სამწუხაროთ, თუ დაიწყო ისევ ბუმი სიტუაციას მალევე გამოსწორდება ალბათ, ბევრნაირი ვარიანტი არსებობს მაინც, პროგნოზიც მარტო პროგნოზათ დარჩეს შეიძლება ფურცელზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.