Jump to content

ფლაგმანური პროცესორის - Qualcomm Snapdragon 8150-ის ანონსი შედგება 4 დეკემბერს


Recommended Posts

ქსელური წყაროები იტყობინებიან, რომ Qualcomm-ის ახალი ფლაგმანური მობილური პროცესორის ოფიციალური პრეზენტაცია დეკემბრის პირველ რიცხვებში შედგება. 

საუბარი ეხება ჩიპს, რომელიც ამ დროისთვის იწოდება, როგორც Snapdragon 8150. დღესდღეობით მის შესახებ მწარმოებელი კომპანიისგან არც თუ ისე ბევრი რამ არის გახმაურებული: ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩიპი წრმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და იმუშავებს 5G მოდემთან - Snapdragon X50-თან ერთად. 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, პროცესორს ექნება სამკლასტერიანი არქიტექტურა და რვა ბირთვი. ყველაზე ძლიერი ბლოკის სიხშირე მიაღწევს 2,84 გიგაჰერცს. დანარჩენი ორი კლასტერის ბირთვები იმუშავებენ 2,4 გჰც და 1,78 გჰც-ზე.  

აღსანიშნავია, რომ ძირითად გრაფიკულ ქვესისტემაში გათვალისწინებულია გრაფიკული ბირთვი Adreno 640 

ინტერნეტში გამოჩენილი სხვადასხვა ტესტის შედეგები გვიჩვენებს, რომ Snapdragon 8150 აფიქსირებს შესანიშნავ წარმადობას. მაგალითად, პროცესორი რეკორდულ მაჩვენებლებს დებს ბენჩმარკებზე იმ ოპერაციების სწრაფი შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან. 

image.jpeg

 

როგორც ვიცით, Qualcomm-ი ფართო საზოგადოებას ახალ პროცესორს 4 დეკემბერს წარუდგენს. წარდგენა მოხდება Snapdragon Technology Summit ივენთის ფარგლებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.