Magdalena Posted November 22, 2018 Share Posted November 22, 2018 ქსელური წყაროები იტყობინებიან, რომ Qualcomm-ის ახალი ფლაგმანური მობილური პროცესორის ოფიციალური პრეზენტაცია დეკემბრის პირველ რიცხვებში შედგება. საუბარი ეხება ჩიპს, რომელიც ამ დროისთვის იწოდება, როგორც Snapdragon 8150. დღესდღეობით მის შესახებ მწარმოებელი კომპანიისგან არც თუ ისე ბევრი რამ არის გახმაურებული: ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩიპი წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და იმუშავებს 5G მოდემთან - Snapdragon X50-თან ერთად. როგორც ცნობილია, პროცესორს ექნება სამკლასტერიანი არქიტექტურა და რვა ბირთვი. ყველაზე ძლიერი ბლოკის სიხშირე მიაღწევს 2,84 გიგაჰერცს. დანარჩენი ორი კლასტერის ბირთვები იმუშავებენ 2,4 გჰც და 1,78 გჰც-ზე. აღსანიშნავია, რომ ძირითად გრაფიკულ ქვესისტემაში გათვალისწინებულია გრაფიკული ბირთვი Adreno 640. ინტერნეტში გამოჩენილი სხვადასხვა ტესტის შედეგები გვიჩვენებს, რომ Snapdragon 8150 აფიქსირებს შესანიშნავ წარმადობას. მაგალითად, პროცესორი რეკორდულ მაჩვენებლებს დებს ბენჩმარკებზე იმ ოპერაციების სწრაფი შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან. როგორც ვიცით, Qualcomm-ი ფართო საზოგადოებას ახალ პროცესორს 4 დეკემბერს წარუდგენს. წარდგენა მოხდება Snapdragon Technology Summit ივენთის ფარგლებში. https://3dnews.ru/978526 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.