Magdalena Posted November 22, 2018 Share Posted November 22, 2018 26 ნოემბერს, 12 საათზე, გაიმართება კიბერ-სავარჯიშოების პორტალის www.cyber-lab.tech-ის პრეზენტაცია. 26 ნოემბერი, 12 საათი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი. ✔️ დასწრება თავისუფალია. #Cyber-lab.tech - ეს არის კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი დღეისათვის ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება გახდა უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნების ელექტრონული ინფრასტრუქტურის სტაბილური ფუნქციონერებისა და განვითარებისათვის. ამის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის CERT-GOV-GE და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს თანამშრომლობით შეიქმნა კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი www.cyber-lab.tech. პორტალი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტების საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულების სტუდენტებისთვის, რათა მათ გაიღრმაონ პრაქტიკული უნარები კიბერ ინციდენტების აღმოჩენასა და რეაგირებაში. პორტალი აგრეთვე სასარგებლო იქნება საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე IT პერსონალისთვის და მათ დაეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება კიბერ ინციდენტებზე ორგანიზაციის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში. დისატანციურ პორტალზე განთავსებული სავარჯიშოები ეხება შემდეგ საკითხებს: • კრიპტოგრაფია; • რეალური ინციდენტების მავნე კოდის ანალიზი; • რეალური სერვერების კიბერ ინციდენტების ლოგ ფაილების ანალიზი; • რევერსიული ინჟინერია; • ქსელური ნაკადების ანალიზი; • კიბერ ანალიტიკა. Facebook-ზე განთავსებული ივენთი იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/331402574345960/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.