Jump to content

PlayStation 5-ს ექნება Ryzen-ის რვაბირთვიანი პროცესორი და გაიყიდება 500 დოლარად


Recommended Posts

იუხედავად იმისა, რომ ახალი თაობის გეიმინგ კონსოლის -  Sony PlayStation 5-ის გამოსვლა 2020 წლამდე არ იგეგმება, ინტერნეტში უკვე გამოჩნდა სხვადასხვა ინფორმაცია მისი შესაძლებლობებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. 

image.jpeg 

ინფორმაცია გამოჩნდა Reddit-ზე, მის მიხედვით Sony-ს ახალი კონსოლი გამოვა 2020 წლის მარტიდან ნოემბრამდე პერიოდში, აწყობილი იქნება რვაბირთვიან Ryzen პროცესორზე და მისი ფასი იქნება 500 დოლარი. აგრეთვე ნათქვამია, რომ კონსოლს შეეძლება უზრუნველყოს გეიმინგი 4K გაფართოებით 60 fps-ზე. 

image.jpeg 

პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა ვრცელდება ცნობები, რომ AMD და Sony 

ერთობლივად მუშაობენ ახალი თაობის კონსოლების პლატფორმაზე. ჯერ კიდევ მაისში გახდა ცნობილი, რომ ინჟნრები მუშაობდნენ PlayStation-ის ადაპტაციაზე Zen-ბირთვებთან. აგრეთვე ვრცელდებოდა ხმები, რომ გრაფიკული არქიტექტურა Navi-ს შემუშავება ხდებოდა სპეციალურად მომავალი PlayStation 5-სთვის.  

მოცემული მომენტისათვის რთულია განისაზღვროს, როგორი იქნება AMD-ის მომავალი ერთკრისტალიანი პლატფორმა, რომელიც საფუძვლად დაედება PlayStation 5-ს. არის მოლოდინი, რომ ეს იქნება უახლესი 7-ნანომეტრიანი გადაწყვეტილება Zen 2 ბირთვის ბაზაზე და Navi-ს გრაფიკა, თუმცა ამის შანსები საკმაოდ მცირეა, რადგან Zen 2 პროცესორები და Navi მხოლოდ მომავალ წელს გამოვა, მათ საფუძველზე შექმნილი ჰიბრიდული პროცესორი (APU) კი კიდევ უფრო გვიან -  სავარაუდოდ 2020 წელს. 

image.jpeg

 

AMD EPYC Rome  პირველი პროცესორი Zen 2-ის ბაზაზე 

მოკლედ რომ ვთქვათ, AMD ფიზიკურად ვერ მოასწრებს საკუთარი ცალკრისტალიანი პლატფორმის შექმნას კონსოლისთვის, რადგანაც კონსოლის პროექტირება 3-4 თვეში არ სრულდება და საბოლოო ვერსიის შესახებ რელიზამდე ბევრად ადრე ხდება ხოლმე ცნობილი.  

image.jpeg

 

AMD Raven Ridge (Zen+Vega) ჰიბრიდული პროცესორის კრისტალები 

უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ PS5-ს ვიხილავთ Zen+ არქიტექტურის AMD-ის ბირთვებითა და Vega არქიტექტურის გრაფიკულ პროცესორს. ამის ფონზე, მომავალ კონსოლს ექნება GDDR6 ან, შესაძლოა, HBM2 მეხსიერებაც კი. არც ისე დიდი ხნის წინ Radeon Technology Group-ის ხელმძღვანელმა დევიდ ვანგმა (David Wang) აღნიშნა, რომ AMD-ის გრაფიკული არქიტექტურა საკმაოდ მოქნილია და შესაძლებელია მუშაობა როგორც HBM ტიპის მეხსიერებასთან, ასევე GDDR6-თან. 

image.jpeg 

და მაინც, სამწუხაროდ, PlayStation 5-ის კონკრეტული მახასიათებლები ამ მომენტისათვის უცნობია. ერთადერთი, რაც დაზუსტებითაა ცნობილი, ეს არის AMD- ჩიპი. 

Link to comment
Share on other sites

მაგის ხარდი უკვე გაცილებით უკეთესი ჩანს ვიდრე ეხლანდელ პს4 პროზე აქვს 30ფპს ძლივს რომ უბერავს 4K გაფართოვებაზე, მაგრამა აბსოლიტურათ ყველა თამაში 4K 60fps შეიძლება ვერც მაგ ახალმა გაქაჩოს და საკმაოთ მოუწიოთ გრაფიკის დაკლება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.