Magdalena Posted November 21, 2018 Share Posted November 21, 2018 NVIDIA-ს წარმომადგენლებმა კვარტალურ ანგარიშთან დაკავშირებულ კონფერენციაზე არაერთხელ განაცხადეს, რომ Pascal-ის თაობის საშუალო ფასის მქონე მოჭარბებულ, ზედმეტ ვიდეო ბარათებს ბაზარი გაუმკლავდებოდა ორ კვარტალურ პერიოდში. დამოუკიდებელი ექსპერტები ვერ დაკმაყოფილდნენ ამ მტკიცებით. ყოველ შემთხვევაში, როგორც რესურსი Seeking Alpha აღნიშნავს, NVIDIA-ს აქციების ფასმა ვარდნა განაგრძო მიმდინარე კვირაშიც. აქციები კიდევ 12 %-ით გაიაფდა და ჯამში, თვენახევრის განმავლობაში, კომპანიის კაპიტალიზაცია შემცირდა 43 %-ით (80 მლრდ). ფოტოს წყარო: Seeking Alpha Instinet-ის ექსპერტები კი თვლიან, რომ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს Turing-ის თაობის ვიდეო ბარათებისადმი მომხმარებლების უარყოფითი დამოკიდებულება. შედეგად, NVIDIA-ს შემოსავალი კიდევ უფრო შემცირდება მომავალ ფისკალურ წლამდე, რომელიც კომპანიისთვის 2020 წელს სრულდება. https://overclockers.ru/hardnews/show/94507/akcii-nvidia-prodolzhajut-padenie-prognozy-vse-mrachnee 1 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted November 21, 2018 Share Posted November 21, 2018 მშვენიერია, ცოტა თუ არ აეწვათ ერთი ადგილი ისე ეზარებათ განძრევა და ბუქსაობენ ერთ ადგილას 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
wilkinson Posted November 21, 2018 Share Posted November 21, 2018 AMD-მ ძალიან დააგვიანა NAVI-ს გამოშვება,არადა ეხლა რა ლახვრის ჩაცემა იქნებოდა Nvidia-სთვის მოშნი ბარათები რომ გამოეშვა AMD-ს. CEO-მ ლიზა სუმ ისიც თქვა რომ 2020 წლამდე High End NAVI-ს გამოშვებას არც უნდა ველოდოთ,2019-ში გამოვა საშუალო სეგმენტის NAVI ბარათები. მანამდე რა ჯანდაბა იქნება? VEGA-ს სერიებზე თუ მოუმატებენ საკაიფო წარმადობას და Nvidia-ს 1000 სერიას თუ დაჩაგრავენ წარმადობით,თორემ მეტი რა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 21, 2018 Share Posted November 21, 2018 აქციები კი ეცემა მაგრამ ეგ დაცემა უფრო ახალი სერიის უკმაყოფილობით არის გამოწვეული და ალბათ ცუდი გაყიდვებით, თორე მანამდე მილიარდები აქვთ ნაკეთები, ვეგები კი იგივე 1000 სერიის კარტებთან შეფარდებაში ძალიან ცუდათ იყიდებოდა და მცირე ბაზრის წილი უკავიათ, ამდ გამოსავალი უფრო ახალ სერიაში უნდა ეძებოს რომელსაც მოშნათ აგვიანდება ნვიდიას აქციების დაწევა კი თვითონ ამდ ამ ეტაპზე არაფერ ისეთ ხეირს არ მოუტანს ეკონომიური თვალსწაზრისით და ბაზრის წილიც არ შეევსება მაგითი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.