Jump to content

უფასო 3D-რედაქტორი Blender-ი გამოჩნდა Microsoft Store-ზე


Magdalena

Recommended Posts

Blender-ი, ეს არის პოპულარული რედაქტორი სამგანზომილებიან გრაფიკაში პროფესიონალური მუშაობისთვის და იგი ხელმისაწვდომია Windows-ის, macOS-ისა და Linux-ისთვის. ამ დრომდე შესაძლებელი იყო მისი ჩამოტვირთვა ოფიციალური საიტიდან ან Steam-მარკეტიდან, ახლა კი Blender-ი დაიდო Microsoft Store-ზე (319,2 მბ მოცულობა). მისი გამოყენებისათვის საჭიროა Windows 10 Fall Creators Update. რედაქტორი ძირითადად გათვლილია Windows 10 S-ის მომხმარებელთათვის (ARM პროცესორის გარეშე), რომელთათვისაც სტანდარტული Win32-პროგრამები ხელმისაწვდომი არაა.  

image.jpeg 

კომპლექტი მოიცავს ინსტრუმენტებს მოდლირებისთვის, რთული მატერიალების სიმულაციისთვის, ასევე ვიზუალიზაცის, ანიმაციის და ვიდეომონტაჟისთვის, თამაშებისა და 3D მულტიპლიკაციების შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტებს. პროგრამა სწრაფად ვითარდება და ემატება სულ უფრო მეტი შესაძლებლობა. Microsoft Store-ზე ხელმისაწვდომია 2.79 ბეტა-ვერსია, საიტიდან კი შესაძლებელია დააყენოთ ტრადიციულ ფორმატში 2.8 ალფა.  

image.jpeg 

მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო სამომხმარებლო ინტერფეისს - იგი გახდა უფრო მოსახერხებელი, კომპაქტური და მოქნილი. გაჩნდა გრაფა მუშაობის უფრო სტრუქტურირებული მექანიზმით, ასევე  - ობიექტების ჯგუფურად რედაქტირების შესაძლებლობა.  

image.jpeg

მათთვის, ვინ იყენებს Grease Pencil-ს, სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ ხატვის ამ ინსტრუმენტს დაემატა გაფართოებული შესაძლებლობები და მისი საშუალებით შეძლებთ ხატოთ დიდი მოცულობის სივრცეში 

3D რედაქტორი კარგად არის ცნობილი ანიმაციის სფეროში მოქმედი პროფესიონალებისთვის, იგი პირველად 20 წლის წინ გამოვიდა, როგორც უფასო სოფთვეარი ღია კოდით.  

ფუნქციები: 

ულტრარეალისტური რენდერინგი; 

მოდელების შექმნის, ტრანსფორმირების, რედაქტირების შესაძლებლობა; 

საუკეთესო შედეგები შეობების ნგრევის, წვიმის, ცეცხლის, კვამლის და ა.შ გამოსახვისთვის; 

მარტივად შესაძლებელია გარდაქმნათ თქვენი ნახატები ანიმაციებად. 

Blender-ი კიდევ ერთი მომგებიანი სვლაა Microsoft-ის მხრიდან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Microsoft Store-დან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.