Jump to content

Instagram-ი წაშლის ფეიკ ლაიქებსა და გამომწერებს


Recommended Posts

image.png

Insatgram-ს სურს, ებრძოლოს ყალბ ლაიქებს, გამომწერებსა და კომენტარებს და აპირებს აქტიურად იმუშაოს მათ წაშლაზე. ნებისმიერი სერვისი, რომლითაც ხდება ლაიქებისა და გამომწერების მომატება და ამით ყურადღების მიპყრობა, ამიერიდან წაიშლება პლატფორმის წესების დარღვევისთვის. ამის შსახებ კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა.  

Instagram-ში აცხადებენ, რომ კომპანიამ შექმნა მოდერაციის ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით განისაზღვრება, რომელი ექაუნთები იყენებენ ზემოთხსენებული ტიპის სერვისებს და ავტომატურად წაიშლება დამატებული ლაიქები, კომენტარები და გამომწერები. ნებისმიერი ექაუნთის მფლობელი, თუკი მოხდება იდენტიფიცირება, რომ იგი იყენებს აქტივობის ხელოვნურად მოსამატებელ აპლიკაციებს,  მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი ფეიკი მოწონება-გამომწერები წაიშლება. ამგვარი მომხმარებლები ასევე მიიღებენ რეკომენდაციას, შეცვალონ პაროლი, თუკი დაირღვა მათი უსაფრთხოება ხსენებული აპლიკაციების მხრიდან. 

იქიდან გამომდინარე, რომ Instagram-ის მოხმარება აქტიურად ხდება ბრენდების მიერ, გარდაუვალია მათი მხრიდან რაც შეიძლება მეტი გამომწერის მოზიდვა. ამიტომ ამგვარი ექაუნთები ხშირად იყენებენ შესაბამის აპლიკაციებს, რათა ხელოვნურად გაზარდონ თავიანთი პოპულარობა.  

კომპანიის პრეს-რელიზის მიხედვით, პლატფორმა საჭირო ზომების მიღებას უახლოეს კვირებში დაიწყებს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.