Jump to content

X3450-ის დარაზგონება


KickOff

Recommended Posts

მაზერი - Asus P7H55-M LX (LGA1156) (bios ახალ ვერსიაზე უკვე დავფლეშე, რადგან ძველ ვერსიაზე არ ჰქონდა overclock ამბები)
CPU - ზემოხსენებული Intel Xeon X3450 2.67GHz
კვება - https://www.corsair.com/us/en/Categories/Products/Power-Supply-Units/Enthusiast-Series™-TX750-—-80-PLUS®-Certified-Power-Supply/p/CMPSU-750TX
გაგრილება - deepcool gammaxx 400

 

არასდროს არ დამირაზგონებია პროცესორი, ხოდა
რო რამე იუთუბს ჩავუჯდები, დევს იქაც X3440 და X3450-ის დარაზგონების ვიდეოები, მარა დაგელოდებით და სიამოვნებით გავითვალსიწინებ თქვენს რჩევებს.

 

Link to comment
Share on other sites

დაიწყე და შეგაშველებთ იდეებს :) 

 

 

პ.ს
პრინციპში მაგ მაზერზე დიდი ფილოსოფია არც უნდა, 3.5-3.6-ს დაიჭერს 1.30-1.35 ვოლტის ფარგლებში
BCLK-ს ზრდი, უწერ ვოლტს, ოპერებს მინიმალურ ნიშნულზე აყენებ(მხოლოდ შემდეგ აფიქსირებ სიხშირეს როდესაც პროცს დაასტაბილურებ)

პ.პ.ს
ვოლტს მგონი ვერ უმატებს ეგ მაზერი, აუტო ვოლტით კი ავა 1.3-მდე დაახლოებით 3.4-ს ეყოფა წესით, შეიძლება 3.5-ც გაქაჩოს, გააჩნია როგორ იყოჩაღებენ მაზერიც და პროციც :) 

Link to comment
Share on other sites

მადლობა პასუხისთვის.

BCLK გავზარდე, მარა ვოლტის გასაზრდელი ან მე ვერ ვნახე ან მართლა არ აქვს და აუტოზე აყენებს.
BCLK-ს ბევრს ვერ ვუმატებდი, 175-ამდე თუ 177-მდე ავედი და მერე რო გავაგრძელე ხან windows 10 stop code ერორები ამომიყარა, ხან არ ჩაირთო და bios ელემენტის ამოღებაც დამჭირდა.

ოპერები მინიმალურზე დავაყენე. ჩემი ოპერები არის 1333-იანი, მარა BCLK-ს მომატების მერე ოპერის სიხშირეები ხო იზრდება და ვეღარ მივხვდი ოპერები აუტოზე უნდა დამეყენებინა, ყველაზე მაღალი ამერჩია თუ რა უნდა მექნა. ხოდა რომელი უნდა ამერჩია? :givi:
BCLK 180-მდე რომ ავიყვანე1800MHz-ზე ავიდა ოპერები, ავირჩიე ეგ და ისევ პრობლემა ჰქონდა. ბოლოს შუა, ანუ 1440MHz ავირჩიე და რავი მუშაობს ჩაირთო.

მე ვერ ვქენი რამე თუ 1800MHz-ზეც უნდა ემუშავა?
არ ვიცი ტაიმინგის გაწერა რა პრინციპით ხდება და შეიძლება ტაიმინგის ბრალი იყო?

და თუ რამე არასწორად ვქენი BCLK 180-საც უნდა გასცდენოდა?

 

მოკლედ ასეთი ვითარებაა ახლა, 3.6-მდე ავიდა და შეძლებს ეს მაზერი კიდე რო მოუმატოს პროციკას თუ მეტი არ მოვთხოვო? :givi:
მაზერზე ვკითხულობ და არა პროცესორზე იმიტომ რომ ეს პროცესორი 4-მდეც მინახავს ასული.

1.png



ეს თაიმინგი

2.png

Link to comment
Share on other sites

52 minutes ago, KickOff said:

ოპერები მინიმალურზე დავაყენე. ჩემი ოპერები არის 1333-იანი, მარა BCLK-ს მომატების მერე ოპერის სიხშირეები ხო იზრდება და ვეღარ მივხვდი ოპერები აუტოზე უნდა დამეყენებინა, ყველაზე მაღალი ამერჩია თუ რა უნდა მექნა. ხოდა რომელი უნდა ამერჩია? :givi:

ის ნიშნული უნდა აირჩიო რომელიც ახლოს იქნება ოპერების ქარხნულ სიხშირესთან, ანუ 1333-თან

53 minutes ago, KickOff said:

მე ვერ ვქენი რამე თუ 1800MHz-ზეც უნდა ემუშავა?

ოპერებს გააჩნია, სტანდარტული 1333-იანებს მთლად ვერ მოსთხოვ 1800-ზე მუშაობას, 1600 კიბატონო შეიძლება

54 minutes ago, KickOff said:

რა პრინციპით ხდება და შეიძლება ტაიმინგის ბრალი იყო?

კი, სიხშირეს რომ ზრდი ტაიმინგებსაც უნდა გაზრდა
რა ოპერებია დაწერე ზუსტი მოდელი და იმის მიხედვით შევხედოთ

8-10-10-26-ს ჯობია 9-9-9-24 გაუწერო, მაგ სიხშირესთვის ეგ უფროა შესაფერისი

56 minutes ago, KickOff said:

3.6-მდე ავიდა და შეძლებს ეს მაზერი კიდე რო მოუმატოს პროციკას თუ მეტი არ მოვთხოვო? :givi:

კარგი შედეგია მაგ მაზერისთვის თუკი სტაბილურად მუშაობს, სცადე კიდევ და გამოჩნდება სადაა მაგის ზღვარი :D 

Link to comment
Share on other sites

მოკლედ BCLK 180-ზე გავაჩერე ისევ და არის 3.6-ზე რა. ვოლტის მოსამატებელი ამას არ აქვს და მეტი არც ვიცი რა უნდა ვიჩალიჩო.
ვსო მეტი არაფრის მოხერხება არ შეიძლება არა?

2 hours ago, Gogla1990 said:

8-10-10-26-ს ჯობია 9-9-9-24 გაუწერო, მაგ სიხშირესთვის ეგ უფროა შესაფერისი

bios-ში კი ვუწერ 9-9-9-24-ს, მარა 8-9-9-24 არის მაინც :დ ორჯერ გადავამოწმე 

3.png

Link to comment
Share on other sites

5 hours ago, KickOff said:

ვსო მეტი არაფრის მოხერხება არ შეიძლება არა?

არ გაგიშვებს მაზერი მეტს, თორე სცადე კიდევ გაზრდა BCLK-თი :) 

5 hours ago, KickOff said:

bios-ში კი ვუწერ 9-9-9-24-ს, მარა 8-9-9-24 არის მაინც :დ ორჯერ გადავამოწმე

არ ინახავს ალბათ, მაგრამ არაუსავს, თუკი სტაბილურია იყოს ეგრე, არაფერი უჭირს

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.