Magdalena Posted November 20, 2018 Share Posted November 20, 2018 Razer-მა წარადგინა Razer BlackWidow Lite მექანიკური კლავიატურა, რომელიც განკუთვნილია როგორც ზოგადად სამუშაოდ, ასევე გეიმინგისთვის. უზრუნველყოფილია გრძელვადიანი ფუნქციონირების შესაძლებლობა და კომფორტულია გამოსაყენებლად. კლავიატურას აქვს მაღალი წარმადობის მქონე გეიმინგ-კლავიატურის მახასიათებლები და მინიმალისტური დიზაინი, ასევე, Razer ™ Orange მექანიკური გადამრთველები, რომლებიც მინიმალურ ხმაურს იწვევს გამოყენებისას. BlackWidow Lite დაპროექტებულია, როგორც იდეალური კომპანიონი სამუშაოდ და სათამაშოდ. მახასიათებლები: • მექანიკური გადამრთველები Razer Orange • 80 მილიონჯერ გამოყენების შესაძლებლობა • ინდივიდუალური თეთრი განათების ღილაკები, რისი გამოყენებაც მარტივია სუსტ განათებაზეც • o-rings და keycap puller • Razer Synapse 3 • მოსახსნელი ბოჭკოვანი სადენი • 10 anti-ghosting ღილაკი • გეიმინგ რეჟიმზე გადართვის ფუნქცია (windows key and alt+tab) • სრულად პროგრამირებადი ღილაკები on-the-fly მაკრო სქემით • 1000 ჰც Ultrapolling • ალუმინის ზედა პანელი • Trigger-ტექნოლოგია სწრაფი ბეჭდვისთვის Razer BlackWidow Lite-ის მოსახსნელი კაბელი მოსახერხებელია შენახვა-გადატანისთვის. ღილაკებს გააჩნიათ ინდივიდუალური განათება, რისი წყალობითაც კლავიატურა პროდუქტიულია ცუდი განათების პირობებშიც. შესაძლებელია განათების სიკაშკაშის კონტროლი. კლავიატურის ფასი 89,99 დოლარია / (99,99 ევრო). https://www.guru3d.com/news-story/razer-announces-the-blackwidow-lite.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.