Jump to content

Surface Laptop 2-ის ალტერნატიული ლეპტოპები


Recommended Posts

WINDOWS CENTRAL-ი გთავაზობთ რამოდენიმე ალტერნატივას, თუკი ვერ ახერხებთ შეიძინოთ Surface ლეპტოპი. თუკი გჭირდებათ მეტი ენერგია, მიმზიდველი დიზაინის მქონე თხელი და მსუბუქი ლეპტოპი, იხილეთ შემოთავაზებული ვარიანტები:  

Dell XPS 13 

image.jpeg 

Dell XPS 13 -  ეს არის 13-დუიმიანი სეგმენტის ფლაგმანური ლეპტოპი უახლესი კომპონენტებითა და პრემიუმ-დიზაინით. ლეპტოპს აქვს სუპერთხელი ჩარჩოები და წარმოდგენილია ორ კონფიგურაციად - 1080p ან 4K touch - მერვე თაობის  Intel Core i5 და i7 პროცესორებით, შესაბამისად.  ლეპტოპი წარმოდგენილია ფერის მხრივ ორ ვარიანტად: თეთრი ან ოქროსფერი მოდელები. მისი ღირებულება 850 აშშ დოლარია. 

გამოსაწერი ლინკი: https://dell.to/2qTyEPS 

HP Spectre 13t 

image.png 

HP Spectre 13t ლეპტოპში გაერთიანებულია სმარტ-დიზაინი, უმაღლესი ხარისხი, ლამაზი დისპლეი და მძლავრი აპარატული უზრუნველყოფა. აქვს კონფიგურირების უამრავი ვარიანტი, 4K დისპლეი და მერვე თაობის Intel Core პროცესორი. მისი ფასი 1 100 დოლარია. 

გამოსაწერი ლინკი: https://bit.ly/2TrFDfX 

Huawei Matebook X Pro 

image.jpeg 

Huawei MateBook X Pro-ს აქვს თხელი, თანამედროვე დიზაინი, რომელიც აბსოლუტურად ფანტასტიკურად გამოიყურება. სენსორული დისპლეის გაფართოებაა  3000 x 2000 პიქსელი, გვერდების შეფარდება -  3 : 2-ზე. ლეპტოპი წარმოდგენილია  სტანდარტული პორტების ნაკრებითა და NVIDIA MX150 (GPU) გრაფიკული ბარათით, რომელიც მატებს მას დამატებით სიმძლავრეს. Huawei MateBook X Pro-ს ფასი 1300 დოლარია. 

გამოსაწერი ლინკი: https://amzn.to/2BfG7yS 

LG Gram 

image.jpeg 

თუკი ლეპტოპის წონას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, LG Gram თქვენთვისაა: იგი აწყობილია იმის გათვალისწინებით, რომ იყოს ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი  ამ სეგმენტში. იგი იწონის 2,41 ფუნტს, ადვილადაა შესაძლებელი მანევრირება ცალი ხელით და ჩანთით ტარებისას ფაქტიურად ვერ იგრძნობთ მის სიმძიმეს. ლეპტოპს აქვს Intel Core i7 პროცესორი და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. მისი ღირებულება 1097 დოლარია. 

გამოსაწერი ლინკი: https://amzn.to/2A2XUr5 

Razer Blade Stealth 13 

image.jpeg 

Razer Blade Stealth 13  წარმოადგენს Ultrabook-ის გამარტივებულ ვერსიას. იგი არ არის გეიმერული ლეპტოპი, მაგრამ დააკმაყოფილებს გეიმინგ-მოთხოვნებს გაძლიერების შემთხვევაში. ლეპტოპს აქვს Intel 8th Gen პროცესორი, 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება და  მაღალი რეზოლუციის QHD+ დისპლეი. ამ ყველაფერს ემატება მიმზიდველი თანამედროვე დიზაინი და სპეციალური განათება. Razer Blade Stealth 13-ის ფასი 1400 დოლარია. 

გამოსაწერი ლინკი: https://bit.ly/2qVQKAW 

Lenovo X1 Carbon 

image.jpeg 

Lenovo X1 Carbon  ეს ლეპტოპი უმეტესად განკუთვნილია ბიზნეს-საქმიანობით დაკავებულთათვის. თუ გჭირდებათ ლეპტოპი ყველა აუცილებელი პორტითა და უსაფრთხოების მაღალი დონით, X1 Carbon საუკეთესო არჩევანია. ლეპტოპს აქვს Intel 8th Gen პროცესორი, 8 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და დისპლეი 1440p რეზოლუციით. მისი ღირებულება 1139 დოლარია. 

გამოსაწერი ლინკი: https://lnv.gy/2PDDaRD 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.