Magdalena Posted November 19, 2018 Posted November 19, 2018 კომპანია SilentiumPC-მ წარადგინა კორპუსი Regnum RG1 TG Pure Black, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოჩნდება გასაყიდად ევროპულ ბაზარზე. კორპუსი წარმოდგენილია მთლიანად შავ ფერში. გვერდითი პანელებიდან ერთ-ერთი დამზადებულია გამოწრთობილი მინისგან, ამ გვერდიდან კარგად ჩანს სისტემის შინაგანი კომპონენტები. კორპუსის უკანა ნაწილში დაყენებულია 120 მილიმეტრიანი ვენტილატორი. კორპუსი თავსებადია ATX და Micro-ATX ტიპის დედა დაფებთან. აქვს ადგილი შვიდი ბარათისთვის, მათ შორის - 380 მილიმეტრიანი გრაფიკული ბარათისათვის. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სივრცე ორი, 5,25-დუიმიანი მოწყობილობის განსათავსებლად. კორპუსი გაყოფილია ორ ზონად. ქვედა ნაწილში განთავსებულია 3,5-დუიმიანი დრაივები (×2) და 250 მილიმეტრიანი კვების ბლოკი. ზედა სექცია კი განკუთვნილია ყველა დანარჩენი კომპონენტისათვის, მათ შორის, ორი 2,5-დუიმიანი დრაივისთვის. სისტემაში შესაძლებელია ექვსამდე 120 მილიმეტრიანი ვენტილატორის დამატება. კორპუსის ზედა პანელზე განთავსებულია კონექტორები ყურსასმენებისა და მიკროფონისთვის, ასევე, ორი USB 3.0 პორტი. მოწყობილობის გაბარიტებია 447 × 199 × 443 მმ, წონა - 4,76 კგ. SilentiumPC Regnum RG1 TG Pure Black კორპუსის საორიენტაციო ფასია 40 ევრო. https://3dnews.ru/978320 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.