Magdalena Posted November 19, 2018 Share Posted November 19, 2018 თუკი ელოდით ფასდაკლებებს თქვენს ფავორიტ კონსოლსა და ლეპტოპებზე, Microsoft-ს საუკეთესო შემოთავაზება აქვს თქვენთვის. უკვე ხელმისაწვდომია Black Friday-სთან დაკავშირებული ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალი. ადრეული გაყიდვები 10 ნოემბრიდან დაიწყო, მაგალითად, Xbox Game Pass - თვეში 1 დოლარად და გეიმინგ ლეპტოპი 100 დოლარად Amazon-ზე. ფასდაკლებები უამრავი მწარმოებლის პროდუქტებს შეეხო. Surface Laptop 2: (300$ off) ერთ-ერთი ახალი პროდუქტი Surface-სერიიდან - Surface Laptop 2. მან Windows Central Choice Award-ის შეფასებით 4,5 ქულა მიიღო 5-დან. ამჟამად ეს ლეპტოპი ღირს 999 აშშ დოლარი, 18 ნოემბრიდან კი კომპანია Microsoft-ი მასზე 300 დოლარიან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს. ფასდაკლება დამოკიდებულია კონფიგურაციის ტიპზე. გეიმინგ კონსოლი Xbox One X: (100$ off ) სხვადასხვა კომპანიას აქვს ხელსაყრელი შემოთავაზება ამ პროდუქტზე. ფასდაკლება Microsoft-ისგან - ეს კიდევ ერთი შანსია შეიძინოთ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მოწყობილობა. კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Xbox One X გაიყიდება 399,99 აშშ დოლარად, რაც 100 დოლარით ნაკლებია ძირითად ფასზე. მომხმარებლები აგრეთვე შეძლებენ ეკონომია გააკეთონ Xbox One S-ზეც, ოღონდ სრული აფგრეიდის გარეშე. ეს ფასდაკლება გაგრძელდება 18-დან 26 ნოემბრამდე. Xbox Live: 1 დოლარი თვეში ჩვეულებრივ, Xbox Live-ის გამოწერა ღირს თვეში 9,99 დოლარი ან წელიწადში 60 დოლარი. შემოთავაზების ვადა 30 ნოემბერს ამოიწურება. იხილეთ სხვა შემოთავაზებები: Xbox Game Pass - თვეში 1 დოლარი; 40%-მდე ფასდაკლება TP-Link Kasa-ს „სმარტ-სახლის“ პროდუქტებზე; Xbox-ის თამაშებზე ფასდაკლებები - 22-დან 30 ნოემბრამდე; 15,6-დუიმიანი MSI GL63 Windows 10 გეიმინგ ლეპტოპი - 120 აშშ დოლარად; ყველა შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტშიც და Microsoft-ის ფიზიკურ მაღაზიებშიც. კომპანია უზუნველყოფს უფასო მიწოდებას და აუცილებლობის შემთხვევაში უკან დაიბრუნებს პროდუქტს სადღესასწაულო სეზონის დასრულებამდე. შემოთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ Microsoft Store-ზე: https://bit.ly/2TpHz8M https://blog.thrifter.com/microsofts-xbox-and-surface-black-friday-deals-start-early-today?_ga=2.13021047.150237198.1542536098-214353778.1538334114 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
maxoooooo Posted November 19, 2018 Share Posted November 19, 2018 მშვენიერი ფასდაკლებებია 15,6-დუიმიანი MSI GL63 Windows 10 გეიმინგ ლეპტოპი - 120 აშშ დოლარად; ეს მოდელი ვერ ვნახე იმ ფასდაკლების ლისტში. არამგონია ასე იაფად იყოს, არა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.