Magdalena Posted November 18, 2018 Share Posted November 18, 2018 „სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ჩაატარებენ რეგიონალურ კონფერენციას თბილისში, საქართველოში, თემით - #FreedomTech ივენთზე წარმოდგენილი იქნება ლექციები სხვადასხვა თემაზე და საინტერესო გადახვევები. მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ მოიპოვონ კარიერული ზრდის შანსი კონფერენციის პარტნიორ ორგანიზაციებში, ასევე, გააფართოვონ თავიანთი პერსონალური წრე. შემოგვიერთდით, რათა აღმოაჩინოთ კავშირი თავისუფლებასა და წარმატებას შორის, აგრეთვე გაიგოთ ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც მომავალში მსოფლიო გახდება უფრო თავისუფალი. კონფერენციაზე განხილული მთავარი თემები იქნება: ბლოკჩეინი, ბიოინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი და რობოტმშენებლობა, ტრანსჰუმანიზმი და dark Net-ი. მოკლედ ორგანიზაციის შესახებ: ყველაზე დიდი ლიბერტარიანული სტუდენტური ჯგუფი კავკასიის რეგიონში „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ არიან SFL-ის წარმომადგენლები. ეს არის სწრაფად მზარდი სტუდენტური ქსელი, რომელიც დაკავებულია სიტყვის თავისუფლების საკითხით მსოფლიო მასშტაბით. ორგანიზაციის მისიაა მომავალი თაობის ლიდერების აღზრდა, განვითარება და მათი შესაძლებლობების გაფართოება. იგი დღესდღეობით მსოფლიოს უმსხვილესი ლიბერტარიანული სტუდენტური დაჯგუფებაა, რომლის ისტორიაც რამოდენიმე ახალგაზრდა ლიდერის შეკრებებიდან დაიწყო. კონფერენციაზე წარმოდგენილნი იქნებიან სპიკერები: Matt Kibble (President Of Free The People) Yaron Book (Chairman Of The Board Ain Rand Institute) Dominik Stroukal (Chief Economist at Roklen) Zach Harvey (CEO at Lamassu) Aleksandar Kokotović (European Programs Director at SFL) Lasha Antadze (CEO at Shelf.Network) ზურაბ ჯაფარიძე (პოლიტიკური პარტია გირჩის დამფუძნებელი) კონფერენცია ჩატარდება შაბათს, 24 ნოემბერს 10:00-20:00 სთ. ლოკაცია - Expo Georgia, მე-3 პავილიონი, აკაკი წერეთლის გამზირი. რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://tbilisirc.ge/index.html Facebook-ზე განთავსებული ივენთი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/2DJKapM კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი წარმატებული და პერსპექტიული ბლოკჩეინ-პლატფორმა Horizen-ი, რომლის უმთავრესი მიზანი ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფაა. შეგეძლებათ მოინახულოთ სტენდი, გაეცნოთ და მიიღოთ ინფორმაცია მის შესახებ. Horizen Georgia-ს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.facebook.com/pg/HorizenGE/about/?ref=page_internal 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.