Magdalena Posted November 17, 2018 Share Posted November 17, 2018 ნოემბრის აფდეითი 1: Amazon Music აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Xbox One-ზე Microsoft-ის ნოემბრის აფდეითი Xbox One-ისთვის მოიცავს უამრავ ახალ ფუნქციასა და ცვლილებას, მათ შორისაა Amazon Music-ის პირდაპირი სტრიმინგის შესაძლებლობა. როგორც პრეს-რელიზიდან ხდება ცნობილი, აპლიკაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის მაცხოვრებელთათვის. მოსალოდნელია, რომ შემდეგ ეტაპებზე დაემატება წვდომა სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერ უცნობია. Amazon Music აპლიკაცია აერთიანებს Spotify-ის, Pandora-ს, iHeartRadio-სა და YouTube-ს ერთ აპლიკაციაში, რომელსაც მომხმარებლები გამოიყენებენ მუსიკის სტრიმინგისთვის. Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებით, Amazon Prime-ის წევრებს შეუძლიათ გამოიყენონ Xbox One-ის ახალი აპლიკაცია პირდაპირ თავიანთი ბიბლიოთეკიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Xbox Store-ში. https://www.theverge.com/2018/11/14/18095085/amazon-music-xbox-one-consoles-app ნოემბრის აფდეითი 2: კლავიატურისა და მაუსის მხარდაჭერა Xbox One-ისთვის Xbox One-ს დაემატა კლავიატურისა და მაუსის მხარდაჭერა. პირველი თამაშები, რომლებსაც მომხმარებლები ითამაშებენ კონსოლებზე კლავიატურისა და მაუსის გამოყენებით, იქნება Fortnite და Warframe. მიმდინარე თვის ბოლომდე ასევე დაემატება შემდეგი თამაშები: Bomber Crew, Deep Rock Galactic, Strange Brigade, Vermintide 2, War Thunder და X-Morph Defense. Xbox One-ისთვის გამოყენებადი იქნება თანამედროვე კლავიატურებისა და მაუსების როგორც სადენიანი, ასევე უსადენო ვარიანტები. ამასთან, Microsoft-ი თანამშრომლობს Razer-თან, რათა შეიმუშავონ უსადენო მექანიკური კლავიატურისა და მაუსის კომპლექტი სპეციალურად Xbox-ისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია გვპირდება უფრო მეტ ნიუსს იანვრის CES-ისთვის (The Global Stage for Innovation). https://www.theverge.com/2018/11/14/18095086/xbox-one-keyboard-mouse-support-november-update-release Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.