Jump to content

Xbox-ის ნოემბრის აფდეითი


Recommended Posts

  1. ნოემბრის აფდეითი 1: Amazon Music აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია  Xbox One-ზე  

image.png

 

Microsoft-ის ნოემბრის აფდეითი Xbox One-ისთვის მოიცავს უამრავ ახალ ფუნქციასა და ცვლილებას, მათ შორისაა Amazon Music-ის პირდაპირ სტრიმინგ შესაძლებლობა. 

როგორც პრეს-რელიზიდან ხდება ცნობილი, აპლიკაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის მაცხოვრებელთათვის. მოსალოდნელია, რომ შემდეგ ეტაპებზე დაემატება წვდომა სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერ უცნობია. Amazon Music პლიკაცია აერთიანებს Spotify-ის, Pandora-ს, iHeartRadio-სა და YouTube-ს ერთ აპლიკაციაში, რომელსაც მომხმარებლები გამოიყენებენ მუსიკის სტრიმინგისთვის. 

Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებით, Amazon Prime-ის წევრებს შეუძლიათ გამოიყენონ Xbox One-ის ახალი აპლიკაცია პირდაპირ თავიანთი ბიბლიოთეკიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Xbox Store-ში. 

ნოემბრის აფდეითი 2: კლავიატურისა და მაუსის მხარდაჭერა Xbox One-ისთვის 

image.png

Xbox One-ს დაემატა კლავიატურისა და მაუსის მხარდაჭერა. პირველი თამაშები, რომლებსაც მომხმარებლები ითამაშებენ კონსოლებზე კლავიატურისა და მაუსის გამოყენებით, იქნება Fortnite და Warframe. მიმდინარე თვის ბოლომდე ასევე დაემატება შემდეგი თამაშები: Bomber Crew, Deep Rock Galactic, Strange Brigade, Vermintide 2, War Thunder და X-Morph Defense 

Xbox One-ისთვის გამოყენებადი იქნება თანამედროვე კლავიატურებისა და მაუსების როგორც სადენიანი, ასევე უსადენო ვარიანტები. ამასთან, Microsoft-ი თანამშრომლობს Razer-თან, რათა შეიმუშავონ უსადენო მექანიკური კლავიატურისა და მაუსის კომპლექტი სპეციალურად Xbox-ისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია გვპირდება უფრო მეტ ნიუსს იანვრის CES-ისთვის (The Global Stage for Innovation). 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.