Magdalena Posted November 15, 2018 Share Posted November 15, 2018 მიმდინარე კვირაში ჩატარებულ სუპერკომპიუტერების ყოველწლიურ კონფერენციაზე დაანონსდა შტუტგარტში (გერმანია) აგებული მაღალმწარმოებლური კომპიუტერი “Hawk” , რომელიც აწყობილია AMD EPYC Rome-ის ბაზაზე. სისტემის საერთო წარმადობა აღწევს 24 PetaFLOPS/s-ს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში არსებულ ანალოგიურ სისტემებს შორის. მასში შედის 10 ათასი პროცესორი და თითოეული 64-cores Zen 2 Rome-ის წარმადობა 2.4 TeraFLOPS/s-ს აღწევს. “Hawk”-ის მოთხოვნები და საჭიროებები, როგორებიცაა მაღალი წარმადობა, ხარისხიანი ტექმხარდაჭერა, ფლობის მინიმალური ღირებულება და, რაც მთავარია, გამძლეობის მაღალი დონე გვიჩვენებს, რომ ახალი 7 nm EPYC პროცესორები აკმაყოფილებენ ყველა ამ მოთხოვნას. აღსანიშნავია ისიც, რომ სუპერკომპიუტერის ძირითადი მეხსიერება 665 ტერაბაიტია, დრაივ სივრცე კი - 26 პბ (პეტაბაიტი). “Hawk “გამოყენებული იქნება კომპიუტერულ საინჟინრო და კვლევით სფეროებში, როგორებიცაა მეცნიერების, ენერგეტიკის, კლიმატის და ჯანმრთელობის დაცვის სფეროები. https://overclockers.ru/blog/itmanager85/show/22072/superkomjuter-hawk-zadejstvuet-10-tysjach-servernyh-64jadernyh-7-nm-processorov-amd-epyc Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.