Magdalena Posted November 15, 2018 Share Posted November 15, 2018 კომპანია Samsung Electronics-მა ოფიციალურად წარადგინა ფლაგმანური მობილური პროცესორი Exynos 9 Series 9820, რომელზეც იმუშავებს კომპანიის მომავალი უმაღლესი დონის სმარტფონები. დაანონსებული ჩიპი წარმოებულია 8 ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე - LPP (Low Power Plus) FinFET. აქვს რვა ბირთვი, აქედან ორი - Samsung-ის მეოთხე თაობის custom-იზებული ბირთვი, რომლის სისწრაფეც 20%-ით არის გაზრდილი წინამორბედებთან შედარებით, ენერგოეფექტურობა კი - 40%-ით (ერთბირთვიან რეჟიმში). გარდა ამისა, პროცესორს აქვს ორი Cortex-A75 და ოთხი Cortex-A55 ბირთვი. ტაქტის სიხშირეები ჯერ ცნობილი არაა. ჩიპის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეამდგენელი ნაწილია მძლავრი გრაფიკული ბირთვი ARM Mali-G76 MP12, რომელიც უზრუნველყოფს Exynos 9810-თან შედარებით 40%-ით მეტ სიჩქარეს ან 35%-ით ნაკლებ ენერგომოხმარებას. პროცესორს აქვს ნეირონული მოდული NPU (Neural Processing Unit), რომლითაც უზრუნველყოფილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკაშირებული ოპერაციების შესრულების დაჩქარება. ამ ბლოკის წარმადობა რვაჯერაა გაზრდილი წინამორბედთან შედარებით. Exynos 9820-ს ასევე აქვს LTE-Advanced Pro Cat.20 მოდემი მონაცემთა ჩამოტვირთვის 2 გბიტი/წმ სიჩქარითა და ინფრმაციის გადაცემის 316 მბიტი/წმ სიჩქარით. მოდემს აქვს 4×4 MIMO (Multiple-Input, Multiple-Output) ტექნოლოგიის მხარდაჭერა და 256-QAM მოდულაციის სქემა, აგრეთვე იყენებს ლიცენზირებული წვდომის (eLAA) გაფართოებულ ტექნოლოგიას. შესაძლებელი იქნება ხუთი კამერის განთავსება მოწყობილობაში, ინფრაწითელი სენსორის ჩათვლით. ასევე, ვიდეომასალების კოდირება და დეკოდირება 8K ფორმატში სიჩქარით 30 კადრი წამში, ან 4K ფორმატში - 150 კადრი წამში. მხარდაჭერილია დისპლეი გაფართოებით WQUXGA (3840 × 2400 პიქსელი) ან 4K UHD (4096 × 2160 პიქსელი), LPDDR4x ოპერატიული მეხსიერება და ფლეშ-მოდულები UFS 3.0/UFS 2.1. Exynos 9 Series 9820 პროცესორის მასობრივი წარმოება წლის ბოლომდე განხორციელდება. ერთ-ერთი პირველი სმარტფონი, რომელიც ფლაგმანურ ჩიპზე აეწყობა, იქნება Galaxy S10. https://3dnews.ru/978140 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.