Jump to content

Exynos 9 Series 9820 დებიუტი: Samsung-ის ფლაგმანური პროცესორი LTE Cat.20 მოდემით


Recommended Posts

კომპანია Samsung Electronics-ა ოფიციალურად წარადგინა ფლაგმანური მობილური პროცესორი Exynos 9 Series 9820, რომელზეც იმუშავებს კომპანიის მომავალი უმაღლესი დონის სმარტფონები. 

image.jpeg

 

დაანონსებული ჩიპი წარმოებულია 8 ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე - LPP (Low Power Plus) FinFET. აქვს რვა ბირთვი, აქედან ორი - Samsung-ის მეოთხე თაობის custom-იზებული ბირთვი, რომლის სისწრაფეც 20%-ით არის გაზრდილი წინამორბედებთან შედარებით, ენერგოეფექტურობა კი - 40%-ით (ერთბირთვიან რეჟიმში). 

გარდა ამისა, პროცესორს აქვს ორი Cortex-A75  და ოთხი Cortex-A55 ბირთვი. ტაქტის სიხშირეები ჯერ ცნობილი არაა. 

image.jpeg

 

ჩიპის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეამდგენელი ნაწილია მძლავრი გრაფიკული ბირთვი ARM Mali-G76 MP12, რომელიც  უზრუნველყოფს Exynos 9810-თან შედარებით 40%-ით მეტ სიჩქარეს ან 35%-ით ნაკლებ ენერგომოხმარებას.  

პროცესორს აქვს ნეირონული მოდული NPU (Neural Processing Unit), რომლითაც უზრუნველყოფილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკაშირებული ოპერაციების შესრულების დაჩქარება. ამ ბლოკის წარმადობა რვაჯერაა გაზრდილი წინამორბედთან შედარებით.  

Exynos 9820-ს ასევე აქვს LTE-Advanced Pro Cat.20 მოდემი მონაცემთა ჩამოტვირთვის 2 გბიტი/წმ სიჩქარითა და ინფრმაციის გადაცემის 316 მბიტი/წმ სიჩქარით. მოდემს აქვს 4×4 MIMO (Multiple-Input, Multiple-Output) ტექნოლოგიის მხარდაჭერა და 256-QAM მოდულაციის სქემა, აგრეთვე იყენებს ლიცენზირებული წვდომის (eLAA) გაფართოებულ  ტექნოლოგიას. 

image.jpeg 

შესაძლებელი იქნება ხუთი კამერის განთავსება მოწყობილობაში, ინფრაწითელი სენსორის ჩათვლით. ასევე, ვიდეომასალების კოდირება და დეკოდირება 8K ფორმატში სიჩქარით  30 კადრი წამში, ან 4K ფორმატში - 150 კადრი წამში. 

მხარდაჭერილია დისპლეი გაფართოებით WQUXGA (3840 × 2400 პიქსელი) ან 4K UHD (4096 × 2160 პიქსელი), LPDDR4x ოპერატიული მეხსიერება და ფლეშ-მოდულები UFS 3.0/UFS 2.1. 

Exynos 9 Series 9820 პროცესორის მასობრივი წარმოება წლის ბოლომდე განხორციელდება. ერთ-ერთი პირველი სმარტფონი, რომელიც ფლაგმანურ ჩიპზე აეწყობა, იქნება Galaxy S10.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.