Magdalena Posted November 15, 2018 Share Posted November 15, 2018 კორპორაცია Intel-მა დააანონსა მოწყობილობა Neural Compute Stick 2 (NCS 2) - კომპაქტური მოდული, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტუალური ალგორითმებისთვისა და კომპიუტერული ხედვების მაკეტირებისთვის. გასული წლის ზაფხულში Movidius-ის ბრენდით გამოვიდა ბრელოკი-კომპიუტერი Neural Compute Stick (ეს კომპანია Intel-მა 2016 წელს შეიძინა). გაჯეტის საფუძველს წარმოადგენს Movidius Vision Processing Unit (VPU) გამოთვლითი კვანძი (node). Neural Compute Stick 2-ს აქვს გამოთვლითი ბლოკი Intel Movidius Myriad X VPU – 16 სპეციალიზირებული SHAVE ბირთვით. ასევე საუბარია ნეირონული ძრავის არსებობაზე. ჯამში, როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ახალი დივაისი წარმადობით რვაჯერ აჭარბებს წინა თაობის Neural Compute Stick-ს. მოწყობილობა კომპიუტერს უკავშირდება USB 3.0 პორტით, სისტემაში რაიმე დამატებითი ტექნიკის საჭიროების გარეშე. არ არის cloud პლატფორმებთან დაკავშირების აუცილებლობა. მოსალოდნელია, რომ Neural Compute Stick 2-ით ძირითადად დაინტერესდებიან ისინი, ვინ მუშაობს პროექტებზე რობოტექნიკის სფეროში, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში, სმარტ-სახლისთვის განკუთვნილი მოწყობილობების სფეროში და ა.შ. მოწყობილობის ფასი 100 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/978171 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.