Jump to content

Microsoft-მა კიდევ ერთხელ გამოუშვა Windows 10-ის (1809 ვერსიის) აფდეითი


Magdalena

Recommended Posts

image.jpeg

John Cable-მა, პროგრამების მართვის მიმართულების დირექტორმა ხელმეორე აფთეიდის შესახებ ბლოგზე განათავსა ინფორმაცია. 

Windows 10-ის განახლებიდან თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, Microsoft-ი კიდევ ერთხელ უშვებს აფდეითს ფართო პუბლიკისთვის და რეკომენდაციას იძლევა, დაელოდონ მომხმარებლები იმ დროს, როცა მათ მოწყობილობებში ავტომატურად გააქტიურდება ახალი ფუნქციები. 

Windows 10-ის ოქტომბერში  დაგეგმილი აფდეითი გადავადებულ იქნა მთელი რიგი პრობლემების გამო: ზოგიერთმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ ფაილები წაეშალათ. აგრეთვე იყო დრაივერებთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, ზოგიერთ, Snapdragon 850-ისა და  Intel 9th Core პროცესორების მქონე სისტემას ოფიციალურად არ ჰქონდა მხარდაჭერა.  

ოქტომბრის აფდეითთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო ის, რომ Microsoft-მა  არ გატესტა იგი Windows Insider-ებისთვის წინასწარ გადასახედად: როგორც წესი, ამგვარად ხდება ხოლმე სიახლეების ტესტირება გამოშვებამდე. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით კი წელიწადში ფუნქციების ორი აფდეითი მეტისმეტია. 

Windows 10 1809-ის ახალი ფუნქციები მოიცავს აპლიკაციას „Your Phone“, გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას და უსადენო პროექციას. 

 

Link to comment
Share on other sites

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.