Magdalena Posted November 14, 2018 Share Posted November 14, 2018 Volkswagen-ი 2020 წლიდან გამოუშვებს 50 მლნ ელექტრომობილს თავის ახალ პლატფორმაზე. ეს პროგნოზი რესურს Automotive News-ს გაუზიარა გერმანული მანქანათმწარმოებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Herbert Diess-მა. მისი სიტყვებით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ელექტრომობილებისთვის საჭირო რაოდენობის ბატარეების მიწოდებასთან დაკავშირებით. Diess-მა დაადასტურა, რომ Volkswagen-ის MEB პლატფორმა ლიცენზირებისთვის ღიაა გარეშე მწარმოებელთათვის, რაც გამოიწვევს ელექტრომობილების გაიაფებას და წარმოების მასშტაბების ზრდას. «საუბარია წარმოების მასშტაბების ზრდის ხარჯზე ეფექტურობის მატების მიზნით. რაც უნდა მოხდეს, ელექტრობატარეების პაკეტი ახლო მომავალში მაინც უფრო ძვირი ეღირება შიგაწვის ძრავთან შედარებით, ამიტომ, ვფიქრობ საჭიროა გაიზარდოს წარმოების მოცულობა“ - განაცხადა ჰერბერტ დისმა. გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია გეგმავს საწარმოო არეალების გაფართოებას: „ქარხანა საკმაოდ პატარაა და ჩვენ განვიხილავთ გაფართოების სხვადასხვა ვარიანტს ახალი წარმოებისთვის, თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება“. https://3dnews.ru/978102 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.