Magdalena Posted November 14, 2018 Share Posted November 14, 2018 YouTube უშვებს VR აპლიაკაციას Oculus Go mobile VR ჰედსეტისთვის. აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება Oculus Store-ში. იგი შეურთდა ანალოგიური აპლიკაციების რიცხვს, რომლებიც განკუთვნილია Samsung Gear VR-ის, Sony PlayStation VR-ის, Google Daydream VR-ისა და დესკტოპ VR ჰედსეტებისთვის. ეს სიახლე სასარგებლო იქნება Oculus Go-სთვის, რომელიც გამიზნულია VR ვიდეოების მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც არ არის დაკავებული გეიმინგით. YouTube-ის VR აპლიკაციას აქვს 360 გრადუსიანი ხედვისა და სტანდარტული VR theater ვიდეოს მხარდაჭერა. იგი ასევე მოიცავს სოციალურ ფუნქციებსაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები შეძლებენ უყურონ ვიდეოებს მეგობრებთან ერთად ჰედსეტის საშუალებით. აპლიკაციის გამოშვება დაანონსებული იყო სექტემბერში ენტერპრენერების კონფერენციაზე თუმცა გამოსვლის თარიღის შესახებ ამ დრომდე არაფერი განუცხადებიათ. აპლიკაციას დაემატა ვიდეოგადაღებისა და ხმის დამატების ფუნქციები: “VR ვიდეოების საშუალებით მოხმარებლები მიიღებენ ახალ შთაბეჭდილებებს“ - აცხადებს YouTube-ის წარმომადგენლობა. „ახალი და მარტივი საშუალებებით შესაძლებელია უყუროთ და შექმნათ VR კონტენტი. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ მომხმარებლებს გაუზიაროთ თქვენ მიერ აღმოჩენილი ვირტუალური რეალობები და განცდილი შთაბეჭდილებები“. https://www.theverge.com/2018/11/12/18080210/youtube-vr-oculus-go-app-launch-mobile-vr-video https://variety.com/2018/digital/news/youtube-app-oculus-go-1203025838/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.