Jump to content

Honor View 20 იქნება Huawei Mate 20 Pro-ს გამარტივებული ვერსია და მასზე სამჯერ იაფი ეღირება


Recommended Posts

გასულ წელს კომპანია Honor-მა წარადგინა სმარტფონი Honor View 10 (იხ. ფოტოზე). ზოგიერთ ბაზარზე იგი იყიდება სახელწოდებით - Honor V10. იგი წარმოადგენს ფლაგმანური მოდელის Huawei Mate 10 Pro-ს გამარტივებულ ვერსიას. ერთი თვის წინ მშობელმა კომპანიამ Huawei-მ დააანონსა სმარტფონი Mate 20 Pro, ახლა კი Honor- ემზადება View 20 მოდელის პრეზენტაციისთვის. 

image.jpeg

ჯერ კიდევ დაუანონსებელი სმარტფონის შესახებ პირველადი ინფორმაცია გამოჩნდა Weibo-ს ქსელში. სიახლეს მიენიჭა კოდური დასახელება - Princeton. წყაროების ინფორმაციით, Honor View 20, ისევე როგორც Huawei Mate 20 Pro, იმუშავებს პროცესორ Kirin 980-ის ბაზაზე, პროცესორი წარმოებული 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 6 გიგაბაიტს, ჩაშენებულისა კი - 128 გიგაბაიტი. ჯერჯერობით უცნობია, წარმოდგენილი იქნება თუ არა სხვა კონფიგურაციებიც. 

გარეგნულად, Honor View 20 იქნება Honor 8X და 8X Max მოდელების მსგავსი. უცნობია, როგორი ექნება ჭრილის ფორმა. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სმარტფონს ექნება 22,5 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა და სამი ძირითადი კამერა 16+24+16 მეგაპიქსელიანი მოდულებით. იდენტური ფოტომოდულებია Honor Magic 2 სლაიდერ-სმარტფონში. 

image.jpeg

წინასწარი მონაცემების მიხედვით, კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება Honor View 20-ის ანონსს, შედგება 2018 წლის ბოლოს-2019 წლის დასაწყისში. ხსენებული სმარტფონის მიახლოებითი ფასი იქნება 400 აშშ დოლარი. შეგახსენებთ, რომ Huawei Mate 20 Pro-ს ღირებულება 1125 აშშ დოლარია (999 ევრო). ამრიგად, Honor View 20 იქნება ყველაზე იაფი სმარტფონი 7 ნანომეტრიანი პროცესორის ბაზაზე რსებულ სმარტფონთაგან. 

https://bit.ly/2PTzLgI

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.