Magdalena Posted November 13, 2018 Share Posted November 13, 2018 Newzoo-ს მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად - 15,2%-ით იზრდება ბაზრის კონსოლების სექტორი და შემოსავალი ჯამში შეადგენს 38,3 მილიარდ დოლარს. თამაშების გლობალური ბაზარი კი 2018 წლის შეჯამებით, მიაღწევს 135 მილიარდს. სავარაუდოდ, 2021 წლისთვის კი გაიზრდება 174 მილიარდამდე და მისი დიდი ნაწილი იქნება მობილური თამაშების წილი - 52 %. PlayStation 4 (Pro) და Xbox One (X) იმყოფებიან სასიცოცხლო ცილკის გვიან ეტაპზე, მიუხედავად ამისა, ორივე პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფიდან მიღებული შემოსავალი კვლავ კარგი მაჩვენებლის მქონეა. 2018 წლის პირველ ნახევარში PlayStation-ის პირველი კლასის თამაშები მოსალოდნელზე უკეთ გაიყიდა, იგივე ითქმის Xbox One-ის სერვისებზეც. 2018 წლის მეორე ნახევრის პერსპექტივებიც პოზიტიურია: კარგ მოლოდინს იძლევა შემდეგი თამაშების რელიზების ლაინაფი: Sony (Spider-Man), Microsoft (Forza Horizon 4) და Nintendo (Super Smash Bros. Ultimate). ასევე, Red Dead Redemption, Assassin's Creed, FIFA, Call of Duty და Battlefield. პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი თამაშებიც კარგად იყიდება. ასევე აღსანიშნავია PUBG-ისა და Fortnite-ის ნოვატორული სათამაშო პროცესი და მონეტიზაცია. მათი ეფექტურობიდან გამომდინარე მოხდა კონკურენციის სტიმულირება, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. 10 უმსხვილესი კომპანია თამაშებიდან შემოსავალების მიხედვით (ფოტოზე) https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/22021/mirovoj-rynok-igr-prodolzhaet-rasti 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 13, 2018 Share Posted November 13, 2018 მოკლეთ სმარტფონებმა ყველას გადაუჯოკრა, მაგრამ კონსოლებს საკმაოთ ამოუქაჩიათ მაინც, ნუ პს4 და ახალი ბოქსი უკანაა მაინც ცალ-ცალკე თუ შევადარებთ პს პლატფორმასთან (დაჟე ბრაუზერნი თამაშები რომ გამოვრიცხოთ) მაგრამ მაინც იმაზე უკეთესი სიტუაციაა რაც წინა წელიწადს იყო, უბრალოთ პს-ზე მულტიპლეირ-ონლაინ იგრები იყიდება უზარმაზარი აბიომებით და რაც უფრო მეტი ეგეთი პოპულარული თამაში გამოდის მით უფრო უჭირს კონსოლებს მაღალი ბაზრის წილის დაკავება და მარტო სუპერ ექსკლუზივები არ ეყოფათ პირველობის მოსაპოვებლათ, ონლაინი უბრალოთ პს-ზე უფრო ტეხნიკურათ დახვეწილია და ბევრს პს-ზე თამაში ურჩევნია მულტიპლატრორმული თამაში თუ არის, ადრე ასე 2006-2008 წლებში მახსოვს კონსოლები ლამის სამმაგი სხვაობით ჯაბნიდნენ გაყიდვებით პს პლატფორმას ეხლა კი უკვე საკმაოთ შეიცვალა სიტუაცია და ახალი ბოქსი და პს4 ერთად რომ ავიღოთ უკან იქნებიან პს პლატფორმასთან, თუმცა მარტო პს3 იგრები უფრო მეტი იყიდებოდა ვიდრე პს პლატფორმის ერთი პერიოდი, კონსოლებში ნინტენდოა კიდე და ჩინური და ძველი კონსოლების სტატისტიკაც იქნება შეტანილი წესით, სეგას და ატარის კი სული გაძვრათ უკვე კარგა ხანია და ვეღარ გაუძლეს კონკურენციას, წინა წლის ეგეთივე მონაცემების ინფო სადღაც მაქვს დადებული და იქ საკმაოთ სხვა რიცხვები იყო, შეიძლება სხვანაირათ დათვალეს და მაგიტომ, თან იქ ცალ-ცალკე იყო პს4-ახალი ბოქსი და ცალკე პს პლატფორმა, აქ არ ჩანს ვის რამდენი უკავია სონი-მიკროსოფტიდან, მაგრამ მანდ ფაქტია რომ უზარმაზარი აბიომები აქვს დაკავებული ონლაინ თამაშებს, მაგ 135 მილიარდიდან ნახევარზე მეტი ჩისტა ონლაინ იგრები იქნება ალბათ მინიმუმ, ეხლა ეგაა ნომერ პირველი გაყიდვებით და ეგრეც გაგრძელდება, იგივე Fortnite, PUBG, BF სერია, ბლიზარდის არაერთი თამაში და კიდე სხვა მრავალი პოპულარული იგრები, მაგიტომაც ამოქაჩა ეგრე მოშნათ პს პლატფორმამ და სტიმმა, ისე შანსი არ ქონდა კონსოლებთან დასტოინი კონკურენციის გაქანებული პირატობის გამო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.