Magdalena Posted November 13, 2018 Share Posted November 13, 2018 მსოფლიო ბაზარი იმყოფება მეხუთე თაობის მობილური კავშირის ტექნოლოგიის დანერგვის ზღვარზე. ამასთან, უკვე იწყება წინასწარი სამუშაოები 6G კონცეფციაზე. 5G ქსელი თეორიულად უზრუნველყოფს 20 გბიტი/წმ სიჩქარეს. 4G/LTE-სთან შედარებით, ახალ ქსელზე მომუშავე სერვისების საშუალებით შესაძლებელი იქნება უფრო მეტი დივაისის მოქმედება მინიმალური შეფერხებებით. 5G ტექნოლოგია, როგორც მოსალოდნელია, გახდება ციფრული ინტელექტუალური მსოფლიოს საფუძველი. ხსენებული ქსელის ტესტირება და საცდელი დანერგვა უკვე ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს. პროგნოზების მიხედვით, 5G სტანდარტების სრულფასოვანი გამოყენება დაიწყება 2019 წლიდან. პერსპექტივაში, 5G-ის შემცვლელად სამომავლოდ წარმოდგება მეექვსე თაობის ქსელი. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილი გახდება მონაცემთა გადაცემის კოლოსალური სიჩქარე (ტერაბიტის დონეზე). გარდა ამისა, 6G ქსელი უზრუნველყოფს დაფარვას წყლის ქვეშაც კი. 6G ქსელის მიმართ უკვე იჩენენ ინტერესს წამყვანი ქვეყნები. მეექვსე თაობის მობილური კავშირის კომერციული დანერგვა იგეგმება 2030 წლიდან. https://3dnews.ru/978046 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.