Magdalena Posted November 12, 2018 Share Posted November 12, 2018 Microsoft-ი მომხმარებლებს სთავაზობს Xbox One X კონსოლს ყველაზე დაბალ ფასად Black Friday-სთვის, კონსოლი 100 $-ით ნაკლებ ფასად გაიყიდება აღნიშნულ პერიოდში. შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სავაჭრო მაღაზიებში, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ფასდაკლება განსაზღვრულია მხოლოდ 18-დან 26 ნოემბრამდე პერიოდში. 100 $ დააკლდება აგრეთვე Xbox One S Minecraft კომპლექტს, 70 დოლარი - სხვა კომპლექტებს, რომელიც შეიცავენ Forza Horizon 4 თამაშს. Microsoft-ი ასევე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს Xbox One-ის თამაშებზე: 50 %-ით ნაკლები ეღირება Forza Motorsport 7 და Sea of Thieves, 35 %-ით ნაკლები კი სხვა ტიტულოვანი თამაშები. ეს შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება 22-დან 30 ნოემბრამდე. თამაშებზე შემოთავაზებები დიდია, თუმცა მათგან უმეტესობა Microsoft Xbox Game Pass-ის გამომწერებისთვისაა განკუთვნილი. 10 ნოემბრიდან 3 იანვრამდე Xbox Game Pass-ის პირველი თვის საფასური მხოლოდ 1 დოლარი იქნება. მისი სტანდარტული ფასი თვეში 9,99 დოლარია. ყოველთვიური გამოწერით მომხმარებლები მიიღებენ წვდომას 100-ზე მეტ თამაშზე. https://www.theverge.com/2018/11/10/18083294/xbox-one-x-black-friday-deal-microsoft 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.