Magdalena Posted November 11, 2018 Share Posted November 11, 2018 იაპონურმა კომპანიამ შექმნა მსოფლიოში პირველი ბანკომატი ხელოვნური ინტელექტით, რომელიც განკუთვნილია ფულთან დაკავშირებულ თაღლითობასთან ბრძოლისათვის. ბანკომატში ჩამონტაჟებული კამერის საშუალებით ხდება მოსარგებლე პირის გარეგნობის შეფასება, რაც ხელს შეუშლის თაღლითებს ფულად რესურსებთან დაკავშირებულ მაქინაციებში: ყველაზე მეტად ხანდაზმული ასაკის პირები ხდებიან თაღლითების მსხვერპლნი, ბოროტმოქმედები მათ ტელეფონზე საუბრით არწმუნებენ, თანხა გადაურიცხონ. იმ შემთხვევაში, თუკი ხელოვნური ინტელექტი დააფიქსირებს, რომ ბანკომატით მოსარგებლე პირი ტელეფონზე საუბრობს, ეკრანზე გამოვა გაფრთხილება და საშუალებები - მომხარებელმა შეწყვიტოს ტრანზაქცია. მძიმე დრო დგება მათთვისაც, ვინც ნიღბით ან მზის სათვალეებით შენიღბული ეცდება მიითვისოს სხვისი ფული: თუკი ბანკომატი აღმოაჩენს მომხმარებლის დაფარულ სახეს და მომხმარებელი არ დამორჩილდება მოთხოვნას - მოიხსნას შემნიღბავი მასალა - ტრანზაქცია ავტომატურად გაუქმდება. მოსალოდნელია, რომ ახალი სისტემა მეტად ეფექტური გამოდგება. მისი კომერციალიზაცია დაგეგმილია მომავალი ფინანსური წლის აპრილიდან. რაც შეეხება იაპონიაში დაფიქსირებულ ფინანსურ დანაკარგს, რაც დაკავშირებულია უშუალოდ თაღლითობასთან, ეს მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს ერთ წელიწადში. https://overclockers.ru/blog/itmanager85/show/21961/japonija-zapustila-v-ekspluataciju-pervyj-bankomat-s-iskustvennym-intellektom Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.