Magdalena Posted November 11, 2018 Share Posted November 11, 2018 მოტოციკლების ლეგენდარულმა ამერიკულმა მწარმოებელმა - Harley-Davidson-მა წარადგინა LiveWire - ინოვაციური ბაიკი ელექტრო ძრავით. LiveWire-ის გარეგნული იერსახე შეგვიძლია ფოტოებიდან შევაფასოთ. დეტალებს რაც შეეხება: მოტოციკლს აქვს 17-დუიმიანი დისკები Michelin-ის სპორტული საბურავებით, ასევე აქვს Brembo-ს მაღალეფექტური სამუხრუჭე მექანიზმი. ძრავის მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია, რომ LiveWire-ს აქვს ჩამონტაჟებული დამტენი მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია დაიტენოს აკუმულატორი სახლში. ამასთან, გათვალისწინებულია სწრაფი დატენვის შესაძლებლობაც. მოტოციკლს აქვს რეგულირებადი განათება - Showa და მოცურების საწინააღმდეგო სისტემა. გამოყენებული ტრანსმისია არ საჭიროებს მომსახურებას. ბაიკერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მართვის შვიდი რეჟიმი, რაც უზრუნველყოფს მართვის ოპტიმალური სტილის შერჩევას. „არ გჭირდებათ „გადაბმულობის“ გამოყენება. არ საჭიროებს სიჩქარეების გადართვას. საჭიროა მხოლოდ დაატრიალოთ აქსელერატორის სახელური და დაიძრათ ადგილიდან“ - აცხადებენ Harley-Davidson-ში. მოტოციკლთან დაკავშირებით, მახასიათებლებში აგრეთვე ნახსენებია თანამედროვე საინფორმაციო-გასართობი სისტემა ნავიგაციით, სენსორული ეკრანითა და Bluetooth-ის მხარდაჭერით. ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე LiveWire შემდეგი წლიდან გამოვა. ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/977904 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.