Jump to content

„1984“ – 2024 წელს: გაფრთხილება Microsoft-ის პრეზიდენტისგან


Recommended Posts

image.jpeg

Microsoft-ის პეზიდენტმა, Brad Smith-მა განაცხადა, რომ თუკი მმართველი ორგანოები არ შეზღუდავენ სახის ამომცნობი სისტემების საზოგადოებრივ გამოყენებას, 2024 წელი შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთივე დისტოპიური, როგორიც იყო ჯორჯ ორუელის რომანში „1984“. 

მრავალმა ტექნოკომპანიამ, მაგალითად, Facebook-მა, Google-მა და Amazon-მა, ასევე რამოდენიმე სტარტაპმა, უკვე გაუშვა მოქმედებაში სოფთვეარი სახის ამოცნობის, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. ეს ყველაფერი შესაძლოა მეტ-ნაკლებად უწყინარი გვეჩვენებოდეს ამ დროისათვის: ფოტო-დათაგვა, ფილტრები და Face ID-ის მსგავსი ბიომეტრიული სისტემები, რომლებიც გამოიყენება მოწყობილობების განბლოკვისთვის. 

თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, კონფერენციის მსვლელობისას სმიტმა განაცხადა, რომ სამომავლოდ სახის ამომცნობი სისტემები უფრო და უფრო ნაკლებად უვნებელი გახდება. მან მარტივ მაგალითად მოიყვანა შემდეგი რამ: შესაძოა გაკონტროლდეს მომხმარებლის თითოეული ნაბიჯი, ვთქვათ, რას აკეთებს ის შოპინგისას, რას შეიძენს და როდის დაფიქსირდება იგი ბოლოს კონკრეტულ ადგილზე. თუმცა ეს მხოლოდ წვრილმანია თვალთვალისა და კონტროლის იმ მასშტაბებთან შედარებით, რაც სამომავლოდ შეიძლება განხორციელდეს მმართველი ორგანოების, ხელისუფლების მხრიდან.  

 „არსებობის ისტორიაში პირველად, კაცობრიობა იმყოფება ტექნოლოგიების განვითარების იმ ეტაპზე, როცა ხელისუფლებას საშუალება ეძლევა უთვალთვალოს ყველას და ყველგან. მმართველ ორგანოებს ეცოდინებათ, სად მიემართებით, სად იმყოფებით და სად იყავით გუშინ. ეს ყველაფერი სერიოზულ გავლენას მოახდენს ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებაზე, რაზეც დამყარებულია დემოკრატიული საზოგადოება“, განაცხადა სმიტმა. 

„სანამ აღმოვაჩენთ, რომ 2024 წელი დაემსგავსა დისტოპიურ რომანში აღწერილ პერიოდს, მოდი, გავარკვიოთ, როგორი სამყაროს შექმნა გვსურს და როგორი უნდა იყოს გარანტიები და შეზღუდვები კომპანიებისა და სახელისუფლებო ორგანოებისთვის, რომლესაც ხელი მიუწვდებათ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებზე“ - აცხადებს სმიტი.  

მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში სმიტმა ხელისუფალთ მოუწოდა, რომ საჭირო იყო ხსნებული ტექნოლოგიის მიმართ რეგულაციების დამკვიდრება, რათა სამომავლოდ არ დარღვეულიყო მომხმარებელთა უფლებები. 

არანაკლებ ნეგატიურია ისიც, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ ბევრად შორსაა სრულყოფისგან და, მიუხედავად ამისა, მის გამოყენებას კვლავ აგრძელებენ სამართალდამცავი ორგანოები. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ ავიაკომპანიებსაც კი მოუწოდა, გამოეყენებინათ სახის ამომცნობი პროგრამა აეროპორტებში. 

სისტემის არასრულყოფილებამ ადვილად შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი რამ: შესაძლოა უდანაშაულო პირებს შეექმნათ უსიამოვნებები სამართალდამცავ ორგანოებთან იმის გამო, რომ სისტემამ ისინი შეიარაღებულ და საშიშ დამნაშავეებში აურია.  

სმიტი თვლის, რომ მმართველმა ორგანოებმა უნდა შეიმუშავონ საფუძველი იმისა, თუ როგორ უნდა იქნას ტექნოლოგია გამოყენებული რათა არ დაირღვეს ადამიანთა უფლებები. მისი აზრით, ცალკეულმა მოვაჭრეებმაც კი უნდა დაიცვან რეგულაციები თავიან სავაჭრო სივრცებში და კლიენტებისგან მიიღონ თანხმობა ტექნოლოგიის გამოყენებისთვის. 

სმიტმა აშშ-ის კონგრესს შესათავაზა იდეა - შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეაფასებს სახის ამომცნობი ტექნოლოგიის რისკებსა და საფრთხეებს და დაადგენს რეგულაციებს.  

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.